გაითვალისწინეთ, რომ თითოეული პროექტის გეგმა და შინაარსი შემუშავებულია ჩვენი სკოლის მასწავლებელთა გუნდის თანამშრომლობით, ამიტომ საავტორო უფლებები ეკუთვნის ათასწლეულის სკოლას. პროექტების გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ, დაიცვათ ციტირების სტანდარტები (მაგალითად: პომიკალოვა ნ., პროექტი "ინკუბატორი", ათასწლეულის სკოლა, 2020).
ცნობისთვის, ყველა პროექტს დაემატა კომენტარების სექცია, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ თქვენი სასწავლო გამოცდილებები ან დაგვისვათ კითხვები.