Penმარათონი 2022
- მასწავლებლები ქეთო ხიზანიშვილი, ნატუკა ლეგაშვილი, ლოლიტა ბჟინავა, ია დოჭვირი, თორნიკე ჭელიძე, საბა ქირია
- კლასი VII, VIII, IX, X, XI, XII
- სფეროები ქართული
- აღწერა
- მიზანი
- პროდუქტი
“პენმარათონი” 2020-2021 სასწავლო წელს ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ინიცირებული და განხორციელებული პროექტია, რომელიც 2022 წელს ახალი და განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, ხოლო ეს ყველაფერი განსაზღვრა საორგანიზაციო გუნდის ჩამოყალიბებამ, რომელიც შარშანდელი გამარჯვებული (IX, X, XI) მოსწავლეებით დაკომპლექტდა.
მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია არსებული პროექტის (“პენმარათონი”) გაუმჯობესებით ხელი შევუწყოთ VII-XII კლასის მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას?
“პენმარათონი 22”-მა დაგეგმვის რამდენიმე ფაზა გაიარა:
თავდაპირველად, საორგანიზაციო გუნდმა დაიწყო მსჯელობა და რეფლექსია გასული წლის “პენმარათონის” დადებით და გასაუმჯობესებელ მხარეებზე. ამის შემდეგ, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება დაეხვეწათ შეფასების კრიტერიუმები, ნაშრომი ყოფილიყო სრულიად ანონიმური და ჰქონოდა უნიკალური შტრიხკოდი, ხელახლა განესაზღვრათ პროექტის იდეა და მიზნები. იდეისა და მიზნების განსაზღვრის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ პროექტს უნდა ჰქონოდა პოლიტიკა, რომელიც გარდა კონკრეტული უნარების განვითარებასთან ერთად, მიზანმიმართული იქნებოდა სოციალურ - კულტურულ პროცესებთან. შესაბამისად, გუნდმა დავალებების შექმნის პროცესში, ამ პრინციპებზე დაყრდნობით იხელმძღვანელა და გადაწყვიტეს, რომ წლევანდელი “პენმარათონი” ორ ნაწილად ჩაეტარებინათ.
I ნაწილი მიმართული იყო მონაწილის ინდივიდუალიზმის, მისი ფიქრისა და ღირებულებების გამომჟღავნებისკენ, ამისთვის სხვადასხვა სახის ძველი ხელნაწერებით, ნივთებით, რუკებითა და მცენარეებით მოეწყო და გაფორმდა ოთახი, სადაც მონაწილეებს 4 საათის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ, შეექმნათ მხატვრული ტექსტი, რომლის მოქმედება და სიუჟეტი მხოლოდ და მხოლოდ ამ ოთახში განვითარდებოდა;
II ნაწილი შეეხო ეთნიკური უმცირესობების საკითხს, კერძოდ, ქართულ საზოგადოებაში მივიწყებულ თემს, დუხაბორებს. II ნაწილი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა, თავდაპირველად, საორგანიზაციო გუნდმა დაამუშავა დუხაბორებზე არსებული სამეცნიერო ლიტერატურა, შემდეგ კი დაგეგმა გაკვეთილი მონაწილე მოსწავლეებისთვის, რათა მათ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონოდათ ჯავახეთში მცხოვრები დუხაბორების შესახებ. ამ გააზრების საფუძველზე მონაწილეები ჩავიდნენ სოფელ გორელოვკაში და დაათვალიერეს დუხაბორების ისტორიული საცხოვრებელი ადგილები. მონაწილეებს უშუალოდ ამ სივრცეში ერთი დღის განმავლობაში შეეძლოთ დაეწერათ მხატვრული ტექსტი, რომლის ფაბულა იქნებოდა დუხაბორების კულტურაზე, რელიგიასა და ისტორიაზე დაფუძნებული.
- ახალი იდეების გამოვლენა და ჩამოყალიბება;
- განსხვავებული იდეების, შეხედულებების კონსტრუქციულად განხილვა;
- ინფორმაციისა და გამოცდილებების გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენებით;
- ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარის განვითარება;
- მიზნის განსაზღვრა, სამუშაო საქმიანობების განაწილება და მათი გუნდურ ფორმატში შესრულება.
- გაკვეთილი II ნაწილის მონაწილეებისთვის. “თემა: დუხაბორები - ეთნიკურ-კულტურული უმცირესობა”
- მოსწავლეების ნაშრომები;
- საორგანიზაციო გუნდის მიერ მომზადებული სამეცნიერო სტატია “დუხაბორები- სულისთვის მებრძოლები”
- საორგანიზაციო გუნდის მიერ შემუშავებული შეფასების სისტემა.