სკოლა
- მასწავლებლები სალომე წულაია, ნინო სამხარაძე, ხათია კაჭარავა, ანნა ტოპეშაშვილი, ლელა დეკანაძე
- კლასი I
- სფეროები სხვა დღე
- აღწერა
- მიზანი
- პროდუქტი
მთავარი კითხვები: რა არის სკოლის დანიშნულება? როგორია მისი როლი ჩვენს ცხოვრებაში? სწავლის გარდა, კიდევ რაში შეიძლება დაგვეხმაროს სკოლაში სიარული? თავად ჩვენ როგორ მოვაწყობდით სკოლას?
პირვეკლასელებმა "სხვა დღეზე" სკოლის ფუნქცია და მახასიათებლები გააანალიზეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ სკოლაში, გარდა სწავლისა, შეუძლიათ, გაიჩინონ მეგობრები, აღმოაჩინონ უამრავი ახალი ჰობი, მოამზადონ პროექტები, მონაწილეობა მიიღონ მათსავე დაგეგმილ აქტივობებში.
მოსწავლეები სხვადასხვა დანიშნულების სკოლის სტრუქტურას გაეცნენ - მათ შორის, მასწავლებელთან ერთად ისაუბრეს ონლაინ სკოლასა და მის მნიშვნელობაზე. იმსჯელეს დისტანციურად სწავლების მახასიათებლებზე, ჩამოთვალეს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ამის შემდეგ პირველკლასელებმა - წინასწარ მომზადებული სახალისო თამაშით - გამოიცნეს "სხვა დღის" მთავარი თემა და ჩამოთვალეს სიტყვები, რომლებიც ახსენდებათ სიტყვა სკოლის მოსმენისთანავე. გარდა ამისა, ჩვენსავე სკოლის სხვადასხვა სივრცის ფოტოსურათების მიხედვით დაასახელეს, თუ რას ვაკეთებთ თითოეულ მათგანში და ჩამოთვალეს, რის შეცვლას ისურვებდნენ.
"სხვა დღის" ბოლოს ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა საკუთარი დიზაინით დაამზადეს სკოლის მაკეტი და პრეზენტაციის სახით კლასელებსა და მასწავლებლებს გაუზიარეს.
ამ "სხვა დღის" ზოგადი მიზანი სკოლის როლისა და დანიშნულების ფართო კონტექსტში გააზრება იყო, რათა მოსწავლეები თავად მისულიყვნენ იმ დასკვნამდე, რომ სასკოლო სივრცე, სწავლის გარდა, უამრავ შესაძლებლობას იძლევა (დამეგობრება, ჰობების/ინტერესების რეალიზება და ა.შ.).
პროექტი კონკრეტული უნარების განვითარებაზეც იყო ორიენტირებული, როგორებიცაა:
- თანამშრომლობა და ჯგუფური მუშაობა;
- შემოქმედებითი აზროვნება;
- კრიტიკული აზროვნება;
- პრეზენტირება.
მოსწავლეების მიერ ჯგუფურად მუშაობისას დამზადებული სკოლის მაკეტები.