ხედვა, მისია

მისია

სკოლის მისიაა, ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიანი, ცნობისმოყვარე და ბედნიერი ადამიანებისგან შემდგარი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას.

მიზნები & ამოცანები

ჩვენი მიზანია, ისე დავგეგმოთ სასწავლო შინაარსი & გარემო რომ სასკოლო საზოგადოების წევრები, ერთმანეთთან თანამშრომლობით: 

  • განვითარდნენ - ისწავლონ საკუთარ თავზე დაკვირვება, იზრუნონ პიროვნულ განვითარებაზე & დააგროვონ ისეთ გამოცდილები, რომლებიც სასკოლო სივრცის გარეთაც, მუდამ დაეხმარებათ უწყვეტ თვითგანვითარებაში.
    ამისათვის: 

    • სასწავლო პროცესის ყველა ნაწილში იყოს მხარდაჭერილი თვით-რეფლექსია, რომლის საშუალებითაც მოსწავლე შეძლებს გადაიაზროს და მართოს საკუთარი შესაძლებლობები, ინტერესები, ემოციები, ფიზიკური მდგომარეობა; 

    • კლასსა და სკოლაში ჩამოყალიბებული იყოს უკუკავშირის გაცემისა და მიღების ჯანსაღი ფორმები; 

    • მოსწავლეები თვითონ გახდნენ თავიანთი სასწავლო პროცესის წარმმართველები, დაისახონ როგორც სასწავლო ისე პიროვნული განვითარების მიზნები & სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები შეფასების პროცესში; 

  • გაიაზრონ სამყარო - აღიქვან და დააფასონ სამყაროს კომპლექსურობა, გაუჩნდეთ კითხვები მის შესახებ და შეეძლოთ სამომავლოდ ნებისმიერი სისტემის გასაანალიზებლად საჭირო სააზროვნო მოდელების გამოყენება. 

          ამისათვის:

  • წარვმართოთ სასწავლო პროცესი სიღრმისეული სწავლების პრინციპებით სადაც მოსწავლეები იაზროვნებენ კრიტიკულად: შეძლებენ ჩაუღრმავდნენ საკითხებს, გაანალიზონ, იმსჯელონ, გაუჩნდეთ ახალი კითხვები; 

  • სკოლაში ყოფნის პერიოდში გამოსცადონ სამყაროს მრავალფეროვნება, სასკოლო სივრცის გარეთაც; 

  • შეძლონ გაჩენილ კითხვებზე პასუხების ძიებისათვის კვლევის უნარების გამოყენება; 

  • ჰქონდეთ სივრცე გაოცებისა და აღფრთოვანებისთვის; 

  • იმოქმედონ - საკუთარი იდენტობისა და მათ გარშემო არსებული რეალობის დაკავშირებით, შეძლონ სამყაროში საკუთარი როლის აღქმა, ინიციატივების გაჩენა, მიზნის დასახვა და მათი რეალობად ქცევა.
    ამისათვის: 

    • გაიაზრონ საკუთარი როლი და მნიშვნელობა როგორც კლასში, სკოლაში, სამყაროში და დაინახონ მათი შესაძლებლობები (პოტენციალი) ამ კონტექსტში; 

    • ღიად გამოხატონ ინიციატივენი და ჰქონდეთ საშუალება & მხარდაჭერა სკოლისგან რომ რეალობად აქციონ ისინი; 

    • შეძლონ გარემოში არსებული პრობლემების იდენთიფიცირება & მათი შესწავლა და გადასაჭრელად საკუთარი როლის დანახვა; 

    • პრობლემის გადაჭრისათვის, თუ ღირებული პროდუქტის შესაქმნელად შეძლონ მიზნის დასახვა, სამუშაო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება, რეფლექსია; 

  • ითანამშრომლონ - შეძლონ სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად.
    ამისათვის: 

    • სასწავლო პროცესის ყველა ნაწილში, გამოსცადონ და ისწავლონ მიზნობრივი, მკაფიო & ღია კომუნიკაცია ნებისმიერ ადამიანთან, ისევე როგორც სრულფასოვანი მოსმენა, სხვისი აზრის უკეთ გასაგებად შესაბამისი კითხვების დასმა; 

    • დაინახონ და დააფასონ სხვა ადამიანების (ისევე როგორც მათი აზრების) განსაკუთრებულობა, ძლიერი მხარეები, განსხვავებულობა; 

    • შეძლონ უკუკავშირის სწორი ფორმით გაცემა & მიღება; 

    • შეძლონ მოლაპარაკების წარმოება & საერთო ინტერესების გათვალისწინებით შეთანხმებამდე მისვლა; 

  • ისიამოვნონ - სასკოლო გამოცდილებებით იგრძნონ კმაყოფილება (fulfillment), ისიამოვნონ და კომფორტულად & რეალიზებულად იგრძნონ თავი სკოლის გარემოში
    ამისათვის: 

    • დაინახონ & დააფასონ საკუთარი მიღწევები, პროგრესი & პოტენციალი; 

    • აღიქვან რამდენად მნიშვნელოვანია ის მისი გარშემომყოფებისათვის; 

    • ჰქონდეთ არჩევანი და მუდმივად იყვნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ნაწილი. 

    • აღიქვან მათი გარემოს განსაკუთრებულობა;