პროექტები

ფოტოგრაფია

  • მასწავლებლები ნინიკო ქანთარია, ლიკა ჭანუყვაძე, მარიამ კუტუბიძე, მარიამ მატუა, თიკო თოფურიძე
  • კლასი II
  • სფეროები სხვა დღე
  • აღწერა
  • რატომ მოგვწონს ეს სხვა დღე?
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ, მეორეკლასელებს, თვალით დანახული სივრცე/ადამიანი/გარემოება ფოტოზე ავსახოთ და ფოტოგრაფების როლი მოვირგოთ?

სანამ მეორეკლასელი მოსწავლეები სხვა დღეზე ფოტოების გადაღებას შეუდგებოდნენ, რამდენიმე საფეხური გაიარეს:

  • გაეცნენ სხვადასხვა ემოციური და ინფორმაციული დატვირთვის სურათებს და დაფიქრდნენ, რისი ასახვა/გადმოცემა სცადა ავტორმა ფოტოს დახმარებით;
  • ამასთან, მოსწავლეებმა ფოტოგრაფიის ისტორიასა და განვითარების ეტაპებზეც მიიღეს ინფორმაცია; მოისმინეს გახანგძლივებულის მოსწავლე-ასისტენტისა და მოყვარული ფოტოგრაფის პირადი გამოცდილება - თუ რა უნდა გავითვალისწინოთ ფოტოს გადაღებისას, რა საფეხურები უნდა გავიაროთ დაგეგმვისას და როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს;
  • გადაღების დაწყებამდე წინასწარ განსაზღვრეს თემა და ადგილი, დაფიქრდნენ, სად სურდათ გადაღება - შენობაში, თუ სკოლის ღია ტერიტორიაზე; ასევე შეჯერდნენ, რა ტიპის ფოტოებს გადაიღებდნენ - პორტრეტს, ბუნების ამსახველს თუ რაიმე სხვას.

ფოტოგრაფიის სხვა დღე განსაკუთრებულად რამდენიმე მიზეზის გამო მოგვწონს:

  • პირველ რიგში, აღმოვაჩინეთ, რომ თითოეული ფოტო გვიყვება ამბავს, ახლავს ემოცია და ისტორია.
  • ასევე მივხვდით, რომ თუ ყურადღებით დავაკვირდებით სივრცესა და ადამიანებს, ძალიან ბევრი საინტერესო და ინფორმაციული ფოტოს გადაღებას შევძლებთ. 
  • მივხვდით, რომ იმ ადგილებს, რომლებშიც ყოველდღიურად ვარსებობთ - სახლი, სკოლა და ა.შ. - თუ ფოტოგრაფების თვალით შევხედავთ, ხელახლა აღმოვაჩენთ და ბევრ ისეთ რამეს შევნიშნავთ, რასაც მანამდე ვერ ვხედავდით.

მოსწავლეების მიერ გადაღებული ფოტოები - ერთმანეთის ამსახველი, სკოლის შიდა და გარე ტერიტორიების აღმწერი.