პროექტები

საახალწლო წვეულება

  • მასწავლებლები თეა ბიბლაია, მაიკო იმნაიშვილი, ლიზა ლაცაბიძე, სალომე ქუტიძე, ელენე კაკაბაძე.
  • კლასი III
  • სფეროები სხვა დღე
  • ციტირება ბიბლაია თ., იმნაიშვილი მ., ლაცაბიძე ლ., ქუტიძე ს., კაკაბაძე ე., პროექტი "საახალწლო წვეულება“, ათასწლეულის სკოლა, 2019
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ დავგეგმოთ საახალწლო წვეულება ერთად?

მოსწავლეებმა სხვა დღის დასაწყისში მიიღეს შემოთავაზება, რომ, ამჯერად, მესამეკლასელების საერთო საახალწლო წვეულება თვითონ დაეგეგმათ და ჩაეტარებინათ. 

საწყის ეტაპზე ამ მიზნისათვის მოსწავლეებმა იმსჯელეს, როგორ წარმოედგინათ იდეალური საახალწლო წვეულება, რომელშიც ყველა მესამეკლასელი მიიღებდა მონაწილეობას. მახასიათებლები ჩამოწერეს და, ამის საფუძველზე, დაახასიათეს კატეგორიები, რომლებზეც საჭირო იქნებოდა მუშაობა წვეულების მოსაწყობად. კატეგორიები ხუთმა კლასმა გადაინაწილა და შეუდგნენ საქმიანობას: 

  • მეხუთე ა კლასის მიზანი იყო, ეზრუნა საახალწლო წვეულებისათვის საჭირო დეკორაციებზე და სივრცის მოწყობაზე (სკამების განლაგება, საკვების განლაგება ა.შ.)

  • მეხუთე ბ კლასის მიზანი იყო, ეზრუნა წვეულების შოუს კომპონენტზე და დაეგეგმა საჩუქრების გაცვლის ცერემონია; 

  • მეხუთე გ კლასის მიზანი იყო, ეზრუნა სტუმრების მოწვევაზე, დრეს კოდზე და ადგილების გადანაწილებაზე; 

  • მეხუთე დ კლასის მიზანი იყო, ეზრუნა წვეულებისას განსახორციელებელ თამაშებზე; 

  • მეხუთე ე კლასის მიზანი იყო, ეზრუნა კვებაზე.

თითოეულმა ჯგუფმა - მიზნის მკაფიოდ დასახვის შემდეგ - შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და მუშაობა რამდენიმე კვირაზე გადაანაწილა. გუნდებს გამოყოფილი ჰქონდათ წვეულების ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც შეძლეს საჭირო რესურსების შეძენა. პარალელურად, კლასები ერთმანეთს უთანხმდებდნენ და უზიარებდნენ თავიანთ პროგრესს, რათა შეთანხმებულად ემუშავათ, მათ შორის, სწორად გადაენაწილებინათ წვეულებისათვის გამოყოფილი სივრცე და დრო. 

წვეულების დაწყებამდე: 

  • საჩუქრების გუნდმა ორგანიზება გაუწია, რომ თითოეული კლასის მოსწავლეს მოეტანა საიდუმლო სანტას თამაშისათვის შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული საჩუქარი. ამავე გუნდმა იზრუნა საჩუქრების შეფუთვასა და დანომვრაზე. 

  • კვების გუნდმა საკვების ნაწილი თვითონ დაამზადა წვეულების დღეს, კაფეტერიის სივრცის გამოყენებით, ნაწილი კი შეუკვეთა; 

  • თამაშების გუნდმა წვეულების სივრცეში მოაწყო თამაშებისათვის საჭირო კუთხეები.

პროექტის  მიზანი იყო, ხუთ მესამე კლასს თანამშრომლობით დაეგეგმა და ჩაეტარებინა საერთო საახალწლო წვეულება, რომელსაც დასახელებული კლასები მოგვიანებით ერთად აღნიშნავდნენ; მიზნის მისაღწევად მოსწავლეებმა გადაინაწილეს როლები და იმუშავეს წვეულების სხვადასხვა ნაწილზე: კვება, მუსიკა, გართობა (თამაშები & ფოკუსები), გაფორმება, ჩაცმულობა, საჩუქრები.

მოსწავლეების მიერ ორგანიზებული საახალწლო წვეულება: 

  • წვეულების დეკორაციები;

  • საახალწლო თემატიკის საკვები 80 მოსწავლისათვის.