პროექტები

საზაფხულო დღიური

  • მასწავლებლები ანა დარახველიძე, ანა დარციმელია, ხათუნა ბაკურაძე, თამუნა ჭუმბურიძე, სოფო კოშაძე.
  • კლასი III
  • სფეროები სხვა დღე
  • ციტირება დარახველიძე ა., დარციმელია ა., ბაკურაძე ხ., ჭუმბურიძე თ., კოშაძე ს., პროექტი "საზაფხული დღიური“, ათასწლეულის სკოლა, 2019
  • აღწერა
  • რატომ მოგვწონს ეს სხვა დღე?
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენით შევქმნათ ისეთ დღიურის დიზაინი, რომელიც ზაფხულის განმავლობაში დაგვეხმარება მოგონებების, აღმოჩენების შენახვაში?

სხვა დღის საწყის ეტაპზე მოსწავლეებმა იმსჯელეს, რის გაკეთებას აპირებდნენ ზაფხულში. მსჯელობისას დაფიქრდნენ, თუ რისი გაკეთება შეეძლებოდათ იმისათვის, რომ ყველა ეს საინტერესო გეგმა არ დაკარგვოდათ და სკოლაში დაბრუნებისას ერთმანეთისთვის გაზიარება შეძლებოდათ. ამ მიზნისათვის გადაწყვიტეს ზუსტად მათ გემოვნებასა და სურვილებზე მორგებული დღიურის დიზაინი შეექმნათ, რომელსაც სტამბაში დაბეჭდავდნენ. 

  • გამოყვეს, რა შინაარსის გვერდებისგან უნდოდათ, რომ შემდგარიყო მათი დღიური; 

  • ერთად შეარჩიეს დღიურის სახელწოდება და ყდის დიზაინის იდეა; 

  • მცირე ჯგუფებმა დაიწყეს დღიურის მოდელის შექმნაზე მუშაობა კონკრეტული ნაწილების მიხედვით (მაგ. ყოველდღიური გვერდები, გასართობი გვერდები, მეგობრების გვერდები ა.შ)

  • დღიურის მოდელები ჯგუფებმა ერთმანეთს გაუზიარეს, მიიღეს უკუკავშირი და შეიტანეს ცვლილებები; 

  • დამუშავებელი ვარიანტი გადაიტანეს ციფრულ პროგრამაში, სადაც ზუსტი დიზაინი შექმნეს;

  • სტამბაში გაგზავნამდე თითოეული გვერდი მთელმა კლასმა კიდევ ერთხელ გაიარა და შეიტანეს საბოლოო ცვლილებები.

სექტემბრის პირველ კვირაში მოსწავლეებმა შევსებული დღიურები დაიხმარეს ერთმანეთისათვის ზაფხულის ამბების გასაზიარებლად. 

  • მოსწავლეებმა მესამე კლასის ბოლოს ისეთ პროდუქტი შექმნეს რომლითაც თვითონაც გაოცებულები და კმაყოფილები დარჩნენ და მესამე კლასის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ჩათვალეს; 
  • დღიურის შექმნისათვის მარტივი სამოქმედო გეგმა საკმარისი არ იყო და მოსწავლეებმა გამოსცადეს უფრო კომპლექსური, რამდენიმე ელემენტიანი პროექტის მართვა (მათ შორის კანბანის დაფით), რაც სამომავლო პროექტებში საქმიანობის დროში გაწერას გაუმარტივებთ; 
  • დღიურის შესაქმნელად მოსწავლეებმა გამოიყენეს კომპიუტერულ აზროვნებაში ნასწავლი ცნება "მოდელი" - და საბოლოო ციფრული ვერსიის შექმნამდე, დღიურის რამდენიმე მოდელი შექმნეს, რომელიც ერთმანეთის უკუკავშირის მიხედვით დაამუშავეს - ეს კარგია, რადგან სამომავლოდ პროდუქტის დახვეწისათვის კარგი გამოცდილება იყო; 
  • დღიურზე მუშაობისას მოსწავლეების ნაწილმა ისწავლა Canva-ში მუშაობა, რაც მეოთხე კლასში სხვა დღეებზე მუშაობის პროცესში გამოადგებათ; 
  • დღიურის შინაარსი კონკრეტული კლასების ინტერესებს მოერგო, რის გამოც ზაფხულში უფრო მეტმა მოსწავლემ გამოიყენა ჩანაწერების გაკეთებისთვის; 

კლასის საზაფხულო დღიური.