პროექტები

უკრაინის მხარდაჭერა

  • მასწავლებლები ლიკა იაშვილი, ლექსო ბახტაძე, ნათია ქობალია, ეთი მოსულიშვილი, ელენე კაკაბაძე, შაკო ჩხეიძე
  • კლასი V
  • სფეროები სხვა დღე, საზოგადოებრივი მეცნიერებები
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მეხუთეკლასელებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, “სხვა დღის” ფარგლებში, საქართველოში ემიგრირებული უკრაინელი სკოლის მოსწავლეების მხარდაჭერა გადაწყვიტეს. 

საწყის ეტაპზე მათ საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილზე კითხვების დასმისა და მიმოხილვის გზით ზოგად კონტექსტში გაიაზრეს მიმდინარე ომი, შემდეგ კი დაფიქრდნენ, ომის პარალელურად თავად რა შეეძლოთ გაეკეთებინათ საქართველოში მყოფთა დასახმარებლად. 

მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ ჰუმანიტარული დახმარება მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა, რომლის მეშვეობითაც ემიგრირებულების ზოგადი მდგომარეობის შემსუბუქება შეგვიძლია. 

სწორედ ამ მიზნით, მათ მეოთხე კლასში დაწყებული სტარტაპ საქმიანობების აღდგენა და უკრაინის თემატიკაზე მორგება გადაწყვიტეს (მაგალითად, დომიმანტური ფერები დროშის მიხედვით შეარჩიეს - ლურჯი და ყვითელი, რაც ყოველ დღიურის, ასტკბის, სამაჯურებისა და სხვადასხვა პროდუქტისათვის გამოიყენეს; ამასთან, ბეიჯებსა და სტიკერებზე თემატური ილუსტრაციები ასახეს) და სასკოლო საზოგადოებას შესთავაზეს.

შესაბამისი თანხის მობილიზების შემდეგ, მეხუთეკლასელებმა ქუთაისში მყოფი 10 უკრაინელი ბავშვის ინტერესი შეისწავლეს - გამოიკითხეს მათი ასაკი (რომელიც 4-დან 15 წლამდე მერყეობდა), სქესი; ასევე დაინტერესდნენ, ჰქონდათ თუ არა თან გასართობ-საგანმანათლებლო ტიპის საშუალებები.

იმისათვის, რომ სასურველთან მაქსიმალურად მიახლოებული საჩუქრები შეეძინათ, გაიხსენეს, თავად რა მოსწონდათ რამდენიმე წლის წინ; ასევე თანატოლებისათვის დაფიქრდნენ, რა საჩუქარი გაუხარდებოდათ ამ ასაკში. მრავალფეროვანი იდეების შეგროვების მიზნით, მოსწავლეებმა უმცროსი და ოდნავ უფროსი დედმამიშვილების გამოცდილებაც გაითვალისწინეს. 

მეხუთეკლასელებმა ბოლო ეტაპზე ათივე ბავშვისათვის შეარჩიეს საჩუქრები და ქუთაისში გაუგზავნეს. 

  • საჭიროებების მოკვლევა, იდენტიფიცირება, გაანალიზება;
  • ჯგუფური მუშაობა, თანამშრომლობა, დაგეგმვა, პრეზენტირება, როლების დანაწილება, ორგანიზება; 
  • ბიუჯეტის დაგეგმვა და მიზნობრივი ხარჯვა. 
  • საკუთარი და სხვათა (მაგალითად, დედმამიშვილების) გამოცდილების გახსენება და ინტერესთა ჯგუფზე მორგება.
  • დასახმარებლად საჭირო თანხის მობილიზების მიზნით უკრაინის თემატიკაზე მორგებული პროდუქტები; 
  • საქართველოში ემიგრირებული უკრაინელი სკოლის მოსწავლეებისათვის შეძენილი საჩუქრები.