პროექტები

აბიოტური ფაქტორების კვლევა

  • მასწავლებლები გიორგი ნებიერიძე
  • კლასი IX
  • სფეროები ბიოლოგია, ერთი დღე - ერთი პრობლემა
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

ცოცხალი ორგანიზმების გეოგრაფიულ არეალებში გავრცელებაზე მრავალი ფაქტორი (ბიოტური და აბიოტური) ახდენს გავლენას. ერთი დღე - ერთი პრობლემის ფარგლებში მოსწავლეებმა გამოიკვლიეს თუ რა გავლენას ახდენს ნიადაგის მჟავიანობა (PH) და მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია (TDS) მცენარეთა სხვადასხვა სახეობის გავრცელებაზე. 

პირველ ეტაპზე მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და შეუდგნენ კვლევის გეგმის მომზადებას. სასწავლო აქტივობის საწყის საფეხურზე გაიაზრეს საკვლევი კითხვა და ჩამოაყალიბეს ჰიპოთეზა. მოსწავლეებმა მოიძიეს და საკუთარი საკვლევი კითხვის სპეციფიკას მოარგეს ნიადაგის მჟავიანობისა და TDS-ის განსაზღვრის მეთოდები. ჩამოწერეს საველე სამუშაოებისათვის საჭირო რესურსების სია და თითოეული ეტაპისთვის საჭირო სავარაუდო დრო. პირველი ეტაპის დასასრულს მოსწავლეთა ჯგუფებმა გააკეთეს შექმნილი გეგმის პრეზენტაციები და შეჯერდნენ საერთო სამოქმედო ჩარჩოზე.

შემდეგ ეტაპზე, მოსწავლეები გავიდნენ ველზე და დაიწყეს მონაცემების შეგროვება განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალებში, რომლებიც მოიცავდა: მშრალ დაბლობს; ტბისპირა, ტენიან ველს, მთის ფერდობს და სხვ.

მონაცემების შეგროვების შემდეგ მოსწავლეები დაბრუნდნენ ლაბორატორიაში და კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით დაამუშავეს აღებული მონაცემები, გააკეთეს დასკვნები და იმსჯელეს კვლევის შეზღუდვებზე.

პროექტის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს გაეაზრებინათ:

  • აბიოტური ეკოლოგიური ფაქტორების (როგორებიცაა ნიადაგის მჟავიანობა და TDS) მნიშვნელობა;
  • მცენარეების გავრცელებაზე მოქმედი ფაქტორების მრავალფეროვნება;
  • ეკოლოგიური კავშირებისა და ეკოსისტემის კომპლექსურობა.

მოსწავლეებმა შექმნეს კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალებში ნიადაგის მჟავიანობისა და TDS-ის ცვალებადობის ცხრილები, ასევე განსაზღვრეს, თუ როგორ იცვლება მცენარეული საფარის სახეობრივი შემადგენლობა ნიადაგის პარამეტრების ცვლილებასთან ერთად.