პროექტები

გიდი ზოოპარკში

  • მასწავლებლები ანა დარახველიძე, ანა დარციმელია, ხათო ბაკურაძე, თამუნა ჭუმბურიძე, სოფო კოშაძე
  • კლასი IV
  • სფეროები სხვა დღე
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი
  • პარტნიორი

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც მეოთხეკლასელებს, თბილისის ზოოპარკში გიდების როლი მოვირგოთ და სტუმართა ვიზიტი უფრო შემეცნებითი გავხადოთ?

იმისათვის, რომ მეოთხე კლასის მოსწავლეებს ზოოპარკში მისული დამთვალიერებლებისათვის გიდობა გაეწიათ, ამ სხვა დღემ რამდენიმე საფეხური მოიცვა. 

საწყის ეპატზე მოსწავლეები დაფიქრდნენ პროფესია გიდის ზოგად მახასიათებლებზე. გაიხსენეს, თავად შეხვედრიან თუ არა ოდესმე მას და ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარების დახმარებით, შეჯერდნენ, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რათა ეს საქმე კარგად გამოსდიოდეს. 

მომდევნო საფეხურზე მეოთხეკლასელები ხუთწევრიან ჯგუფებად დაიყვნენ, სადაც შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით ყოველ ჯგუფს თითო ცხოველი შეხვდა. 

ამის შემდეგ ისინი თავად წავიდნენ ზოოპარკში. ვიზიტს ორი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, შეხვდნენ გიდს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს ამ პროფესიის მნიშვნელობა და მახასიათებლები; ამავდროულად, ჯგუფებმა მოინახულეს თავიანთი ცხოველები, რის შემდეგაც "სხვა დღეზე" მათზე დამატებითი ინფორმაციის მოძიებას შეუდგნენ. 

იმისათვის, რომ ზოოპარკის სხვა დღე მაქსიმალურად ინფორმაციული და სახალისო გამოსულიყო, მოსწავლეებმა ქვიზები და სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები შექმნეს ვიზიტორებისთვის, საჩუქრად კი პინები, სერთიფიკატები, მათ მიერ შექმნილი ილუსტრაციებით დამზადებული სტიკერები და ტკბილეული გადასცეს. 

ზოოპარკის "სხვა დღის" მიზანი იყო: 

  • სასკოლო სივრცისაგან განსხვავებულ გარემოში პროფესიული როლის მორგება;
  • რადგანაც ეს "სხვა დღე" კომპლექსური იყო და რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა, გეგმის შემუშავებისა და საქმის დანაწილებისათვის საჭირო უნარების განვითარება;
  • პროფესია "გიდის" ზოგადი მახასიათებლების იდენტიფიცირება და ამ საქმისათვის საჭირო კრიტერიუმების გამოკვეთა; 
  • ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარის განვითარება; 
  • სრულიად უცნობი ადამიანების დაინტერესება და მათთვის ახალი ინფორმაციის გადაცემა.
  • ცხოველებზე მოძიებული ინფორმაცია; 
  • ვიზიტორებისათვის მომზადებული ქვიზები და გასართობი აქტივობები; ასევე, საჩუქრები - პინები, სერთიფიკატები, მოსწავლეების მიერ შექმნილი ილუსტრაციებით დამზადებული სტიკერები.