საგნობრივი ჯგუფები

საბუნებისმეტყველო კათედრა
საბუნებისმეტყველო კათედრა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა მოიცავს ბუნებისმეტყველებას დაწყებით საფეხურზე, ხოლო ფიზიკას, ქიმიას და ბიოლოგიას საბაზო და საშუალო საფეხურებზე.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლების ძირითადი მიზნებია:

  • მოსწავლეებში ბუნებისა და მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღვივება;
  • საბაზისო სამეცნიერო ცოდნის მიღება და მისი კონცეპტუალური ანალიზი;
  • სამეცნიერო კვლევის ჩატარების და მიღებული შედეგების ინტერპრეტაციის უნარების განვითარება და მისი გამოყენება ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად;
  • ანალიტიკური, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარება;
  • მეცნიერების სასარგებლო ეფექტების, შეზღუდვების და მისი ტექონლოგიების განვითარებაში გამოყენების გააზრება;
  • ადამიანის როგორც ბუნებისა და ცხოველთა სამყაროს განუყოფელი ნაწილის გააზრება;
  • ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება და გაზიარება;

დასახული მიზნების მისაღწევად ვიყენებთ თანამედროვე სასწავლო მეთოდებისა და მიდგომების, როგორებიცაა:

  • კონსტრუქტივისტული სწავლება, რომელიც გულისხმობს ბუნების კანონზომიერების შესახებ მოსწავლის საწყისი ცოდნის ან პრეკონცეპციების ბაზაზე ახალი ცოდნის გენერირებას;
  • პრაქტიკულ აქტივობებზე, პროექტებზე და საველე-გასვლით ღონისძიებებზე დაფუძნებული სწავლება;
  • სამეცნიერო კვლევაზე და ახალი ცოდნის აღმოჩენით მიღებაზე დაფუძნებული სწავლება;
  • ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობით ინფორმაციის ჰორიზონტალური გადაცემის პრაქტიკა;
  • ინდივიდუალური მიდგომები განსხვავებული ინტერესებისა და სწავლის სტილის მქონე მოსწავლეებთან;
  • ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული პრობლემის გადაჭრაზე დაფუძნებული სწავლება;
  • სასწავლო მეთოდიკის მუდმივი დახვეწა რეფლექსიისა და მოსწავლეთა უკუკავშირის შესაბამისად;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მომიჯნავე დისციპლინებთან ინტეგრირებული სწავლება;
  • სასწავლო პრაქტიკაში როლური თამაშებისა და კომპიუტერული სიმულაციების გამოყენება;

მათემატიკის დაწყებითების კათედრა
მათემატიკის დაწყებითების კათედრა

დაწყებითი საფეხურის (I - V) მათემატიკის კათედრის მიზანია, რომ მოსწავლეებმა გაიმყარონ გააზრებები და მიიღონ მათემატიკით სიამოვნება.

ჩვენი ძირითადი მიზნებია:

  • დავინახოთ მათემატიკა ყველაფერში ჩვენ ირგვლივ, გამოვიყენოთ ის პრაქტიკაში და არა მხოლოდ „წიგნის სავარჯიშოებში“;

  • მათემატიკა უნდა იყოს საინტერესო და სახალისო და არა საშიში და რთული;

  • გავაუმჯობესოთ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება;

  • შევქმნათ გარემო, სადაც მოსწავლეები შეძლებენ თამაშს იდეებით და თავად აღმოაჩენენ კანონზომიერებებს;

  • მივცეთ მოსწავლეებს შესაბამისი დრო, რომ სიღრმისეულად იფიქრონ მათემატიკაზე;

  • არ მივცეთ მოსწავლეებს პირდაპირი პასუხები, არამედ შევუქმნათ მათ გარემო, სადაც თავად შეძლებენ გააზრებამდე მისვლას;

  • დედუქციური და ინდუქციური მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება;

  • მათემატიკის, როგორც სამყაროს აღწერისა და მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება.

დასახული მიზნების მისაღწევად ვიყენებთ თანამედროვე სასწავლო მეთოდებსა და მიდგომებს, როგორებიცაა:

  • გააზრებაზე ორიენტირებული სწავლება და არა უბრალოდ დამახსოვრება;

  • მართული აღმოჩენა / აქტივობებზე დაფუძნებული სწავლება;

  • პრობლემების გადაჭრაზე დაფუძნებული სწავლება;

  • თამაში, როგორც სწავლის საშუალება;

  • შეკითხვით დაწყება და „რატომ“ შეკითხვები;

  • ბევრი თვალსაჩინოება და ხელებით მოქმედება;

  • ყოველდღიურობასთან კავშირი - მათემატიკა ყველგან და ყველაფერშია - ჩვენ გარშემოა და შეგვიძლია ეს დავინახოთ;

  • პასუხებამდე მივდივართ ერთად, ყველა კითხვაზე პასუხი მასწავლებელს შესაძლოა, არ ჰქონდეს;

  • „პროდუქტიული გაჭედილობა“ - წვალება სწორი დოზით;

  • ღიაობა მოსწავლეების იდეებისადმი;

  • სიღრმისეული ცოდნა და არა სისწრაფე;

  • რეფლექსია და ვერბალიზება;

  • ვასწავლით, თუ როგორ უნდა ისწავლონ დამოუკიდებლად (მაგალითად, ხანის აკადემიის გამოყენებით);

  • შეგვიძლია გამოვიყენოთ ის მეთოდები, რომლებიც ყველაზე მეტად მიესადაგება ჩვენს შესაძლებლობებსა და სურვილებს.

მათემატიკის საბაზო/საშუალო საფეხურის კათედრა
მათემატიკის საბაზო/საშუალო საფეხურის კათედრა

 

უცხო ენების კათედრა
უცხო ენების კათედრა

უცხოური ენები "ათასწლეულის სკოლაში" ისწავლება საბაზო და საშუალო საფეხურებზე. ინგლისური ენა I-XII კლასებში, ხოლო მეორე უცხო ენა, რომელიც წარმოდგენილია გერმანული, ჩინური, ფრანგული და რუსული ენებით, IV-XII კლასებში.

უცხოური ენების სწვლების მთავარი მიზანია:

  • სწავლების თანამედროვე მიდგომების გამოყენება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ რეალურ გარემოში უცხოურ ენაზე ეფექტური კომუნიკაცია. ამგვარად, თანაბრად განვუვითაროთ მათ ენის ფლობის ოთხივე უნარ-ჩვევა (საუბარი, წერა, მოსმენა და კითხვა) რაც მათ საშუალებას მისცემს მიღებული ცოდნა გამოიყენონ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე (სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების სურვილის შემთხვევაში);
  •  ჩვენი სასწავლო პროგრამა შედგება პროექტული, თემობრივი და პრობლემის გადაჭრაზე დაგეგმილი გაკვეთილებისგან, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, შეისწავლოს ენა რეალურ კონტექსტში.  გაკვეთილის თემასთან შესაბამისი როლური თამაშები, პროექტ/პრეზენტაციები და საკლასო სახალისო აქტივობები მოსწავლეს ადრეული ასაკიდანვე უვითარებს უცხოურ ენაზე თავისუფალი კომუნიკაციის უნარს.   
  •  მოსწავლეებში ანალიტიკური, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარება უცხოური ენის საგნობრივი და თემობრივი ინტეგრაციის მეშვეობით;
  • მოსწავლეების პროგრესის მუდმივი მონიტორინგი და სასწავლო საფეხურის შესაბამისი განმავითარებელ/ განმსაზღვრელი შეფასება;
  • მოსწავლეებს საბაზისო საფახურიდან წიგნიერების უნარის განვითარება;
  • თვითშეფასებისა და საკუთარი პროგრესის გააზრების უნარის განვითარება.

კომპიუტერული აზროვნების კათედრა
კომპიუტერული აზროვნების კათედრა

კომპიუტერული აზროვნების კათედრა მოიცავს კომპიუტერული აზროვნების საგანს, რომელიც მეორედან მერვლე კლასის ჩათვლით ისწავლება, და რობოტიქსის კლუბს.
 

კომპიუტერული აზროვნების სწავლების მიზნებია:

  • მოსწავლეებმა განივითაროთ ტექნოლოგიასთან ურთიერთობის უნარები და ციფრული წიგნიერება;
  • ციფრული სამყაროს უკან არსებული პრინციპების გააზრება;
  • ალგორითმების მნიშვნელობის გააზრება. მოსწავლეებმა ისწავლონ ეფექტური ალგორითმების შემუშავება და დანერგვა პრობლემების გადასაჭრელად.
  • მოსწავლეები გაეცნონ კომპიუტერული მეცნიერების, პროგრამირების და მონაცემთა მეცნიერების ფუნდამენტურ ასპექტებს;
  • მოსწავლებმა კვლევის ფარგლებში მოახდინონ მონაცემების შეგროვება, კლასიფიცერება, ანალიზი და ვიზუალიზაცია;
  • კომპიუტერული აზროვნების მეთოდიკის ტრანსფერი პროექტებში და ყოველდღიურ აქტივობებში;
  • პრობლემების კომპიუტერისათვის გასაგებ ენაზე ფორმულირება.

დასახული მიზნების მისაღწევად ვიყენებთ თანამედროვე სასწავლო მეთოდებისა და მიდგომების, როგორებიცაა:

  • პრაქტიკულ აქტივობებზე და პროექტებზე დაფუძნებულ სწავლება;
  • ყოველდღიურობაში არსებულ პრობლემების გადაჭრასა და პროცესების აღწერაზე დაფუძნებული სწავლება; 
  • კომპიუტურული აზროვნების მეთოდების და უნარების ინტეგრირება სხვა საგნებში და ინტეგრირებულ პროექტებში; 
  • ჯგუფური საკლასო აქტივობები და კოლაბორაცია პროექტებზე მუშაობისას;
  • მოსწავლეები დამოუკიდებლად ატარებენ კვლევებს, აგროვებენ მონაცემებს, გასცემენ უკუკავშირს თავიანთ შესრულებულ სამუშაოზე.

სპორტის კათედრა
სპორტის კათედრა

სპორტი და ფიზიკური განათლება აუცილებელი პირობაა მოსწავლის ფიზიკური განვითარებისთვის. მოზარდს დაწყებითი კლასებიდანვე უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ფიზიკური აქტივობის აუცილებლობაზე.

მიზნები და ამოცანები:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობა და მისი დაცვა;

  • დამოუკიდებელი მოტორული ქმედებების სტიმულირება და ფორმირება;

  • მარტივი ფიზიკური ვარჯიშების ტექნიკის ათვისება;

  • სწორი მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამომუშავება;

  • მოსწავლეთა ჯანმრთელობის განმტკიცება და ყოველმხრივი ფიზიკური განვითარება; 

  • სპორტულ აქტივობებში დამოუკიდებლობის გამოვლენის ხელშეწყობა და ორგანიზება;

  • არჩეულ სპორტის სახეობაში სპორტული ტექნიკისა და ტაქტიკის სრულყოფისათვის საჭირო სპეციალური ფიზიკური მომზადებისა და შესაძლებლობების განვითარება;

  • სპორტის არჩეულ სახეობაში მოძრაობებისა და მოქმედებების ტექნიკის შესწავლა და სრულყოფა;

  • სპორტული წრთვნის ჰიგიენა და ტრავმატიზმის პროფილაქტიკა;

  • ფიზიკური მომზადების თვითშეფასება;

  • თვითკონტროლისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

დასახული მიზნების მისაღწევად ვიყენებთ თანამედროვე სასწავლო მეთოდებსა და მიდგომების, როგორებიცაა:

  • მოსწავლეები ითვისებენ სხვადასხვა სახის მოტორულ უნარ-ჩვევებს; სახალისო და გასართობი მოძრავი თამაშების საშუალებით ივითარებენ ძირითად ფიზიკურ თვისებებსა და ეუფლებიან სპორტის სახეობების ტექნიკის საბაზისო ელემენტებს.

  • სპორტული სახეობების დაუფლების შესაძლებლობის მიხედვით მოსწავლეები ეცნობიან შესაბამისი სავარჯიშო კომპლექსების მოდიფიკაციას, ძირითად სპორტულ სახეობებს (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, მძლეოსნობა, ტანვარჯიში); 

  • აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო, რაიონულ და ა.შ. სპორტულ შეჯიბრებებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ლაშქრობებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვაში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, თვითკონტროლისა და სხვათა კონტროლის მექანიზმების გამომუშავებას, სპორტული თამაშის ძირითადი წესების შესწავლას, სამართლიანი თამაშის წესებისა და ტოლერანტობის უნარ-ჩვევების დამკვიდრებას.

ხელოვნების კათედრა
ხელოვნების კათედრა

ხელოვნების კათედრა

ქართულის დაწყებითების კათედრა
ქართულის დაწყებითების კათედრა

დაწყებითი საფეხურის (I-IV) ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა ორიენტირებულია მოსწავლეებში წიგნიერების ფუნდამენტური უნარების განვითარებაზე.

საგნის სწავლების მთავარი მიზანია:

  • ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის საბაზისო უნარების განვითარება;
  • მოსწავლეებში ენისა და ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაღვივებამოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული დიფერენცირებული მიდგომებით სწავლება, რათა მათ შეძლონ რეალურ გამოწვევებთან გამკლავება და მიღებული ცოდნის/უნარების ყოველდღიურ ცხოვრებაში ეფექტურად გამოყენება;
  • პრობლემაზე ორიენტირება და კეთებით სწავლება, რაც გულისხმობს ახალი ცოდნის ტრანსფერის შესაძლებლობას რეალური საჭიროების ფარგლებში;
  • თემატურ-ინტეგრირებული სწავლება, რაც მოსწავლეს ეხმარება საკითხის სიღრმისეულად შესწავლასა და სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნებისა და უნარების გამთლიანებაში;
  • ანალიტიკური, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარება, რათა მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ საკუთარი მოსაზრება, შეძლონ თვითგამოხატვა, ნააზრევის არგუმენტირებულად ჩამოყალიბება და განსხვავებული შეხედულებების პატივისცემა.

დასახული მიზნების განვითარებისათვის ვიყენებთ თანამედროვე სასწავლო მეთოდებსა და მიდგომებს:

  • თამაშით სწავლება, რაც განსაკუთრებით აუცილებელია დაწყებით საფეხურზე კონკრეტული საგნის თუ სწავლისადმი პოზიტიური განწყობის გასაღვივებლად;
  • ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობით სწავლა-სწავლების უნარების განვითარება;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სწავლება;
  • პროექტული სწავლების მეთოდი, რომელიც იძლევა საგანთა შორის ინტეგრაციისა და სიღრმისეული სწავლების საშუალებას;
  • ინტეგრირებული კურიკულუმი, რაშიც მოიაზრება საერთო თემებისა და უნარების გარშემო საგანთა გაერთიანება და სინქრონული სწავლება;
  • კვლევა-ძიებით სწავლება, რის შედეგადაც მოსწავლეს უვითარდება თვითრეგულირებული სწავლის საბაზისო უნარები;
  • მოსწავლეების პროგრესის მუდმივი მონიტორინგი, უკუკავშირი და სასწავლო საფეხურის შესაბამისი განმავითარებელი შეფასება;
  • თვითშეფასებისა და საკუთარი პროგრესის გააზრების უნარის განვითარება.

ქართულის საბაზო/საშუალო საფეხურის კათედრა
ქართულის საბაზო/საშუალო საფეხურის კათედრა

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა იყოფა ორ ნაწილად; დაწყებითი კლასების კათედრა (I-IV) და საშუალო-საბაზო საფეხურების კათედრა (V-XII)

საშუალო და საბაზო საფეხურებზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნებია:

  • მოსწავლეს განუვითარდეს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარები;
  • გაუჩნდეს წარმოდგენები, როგორც ქართული, ასევე მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდების, ავტორებისა და ტექსტების შესახებ
  • შეძლოს სხვადასხვა ტიპის ტექსტის დაწერა, გაგება/გააზრება, მიღებული ინფორმაციის გამოყენება
  • გამოუმუშაოს საკუთარი აზრის ლოგიკურად გამოთქმის, პოზიციონირების, პრეზენტირების უნარები
  • მოსწავლე ჩამოყალიბდეს, როგორც მაძიებელი, სხვა კულტურათა მიმართ ტოლერანტი პიროვნება

დასახული მიზნების მისაღწევად, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა იყენებს შემდეგ სასწავლო მიდგომებსა და მეთოდებს:

  • სიღრმისეული სწავლება (კონკრეტული საკითხების შესახებ მაქსიმალურად კომპლექსური და ამომწურავი ცოდნების მიღება/გააზრება/გამოყენება
  • ინტეგრირებული სწავლება; სხვა სასწავლო დისციპლინებთან (ისტორია, გეოგრაფია) ინტეგრაცია სასწავლო კურიკულუმების, საგანმანათლებლო პროექტებისა და შეფასების რუბრიკების მეშვეობით
  • ე.წ. შებრუნებული გაკვეთილების პრინციპი, რისი დახმარებითაც მოსწავლე კეთებით სწავლობს; საკითხის არსის გაცნობა მისი საჭიროებებიდან, პირადი გამოცდილებიდან, კონკრეტული მაგალითებიდან გამომდინარე
  • პროექტული სწავლება, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ეტაპზე მოკლე თუ გრძელვადიან პროექტებს, რომლებშიც მოსწავლე ჩართულია, როგორც მკვლევარი, შემფასებელი, განმახორციელებელი, ორგანიზატორი და ა.შ.

საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა

 

  •