პროექტები

დამხმარე რესურსები პირველკლასელებს

  • მასწავლებლები ანა დარახველიძე, ანა დარციმელია, ხათუნა ბაკურაძე, მარი პაპიაშვილი, სოფო კოშაძე.
  • კლასი III
  • სფეროები სხვა დღე
  • ციტირება დარახველიძე ა., დარციმელია ა., ბაკურაძე ხ., პაპიაშვილი მ., კოშაძე ს., პროექტი "დამხმარე რესურსები პირველკლასელებს“, ათასწლეულის სკოლა, 2019
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც მეორე კლასის მოსწავლეებს, ჩვენი გამოცდილებით  შევქმნათ  პირველი კლასის მოსწავლეებისთვის დამხმარე საშუალებები სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად?

სხვა დღის დასაწყისში მოსწავლეებმა გაიხსენეს, თუ როგორი იყო პირველ კლასში სწავლის დაწყება, რა გამოწვევების წინაშე იდგნენ და როგორ შეეცადნენ მათ გადაჭრას. ამის შემდეგ დაფიქრდნენ, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება ყოფილიყვნენ ახლანდელი პირველკლასელები და დაასკვნეს, რომ გასული წლის გამოცდილების გაზიარებით მათ დახმარებას სიამოვნებით შეძლებდნენ. სანამ მუშაობას დაიწყებდნენ, მოსწავლეებმა განსაზღვრეს მათი სხვა დღის მიზანი: გავუკეთოთ პირველკლასელებს ისეთი დამხმარე რესურსები, რომლებიც მათ აკადემიური გამოწვევების გამკლავებაში დაეხმარებათ.

შემდეგ დაისახეს სამოქმედო გეგმა და მიჰყვნენ თითოეულ ნაბიჯს: 

  • გავარკვიოთ ზუსტად რა სჭირდებათ პირველკლასელებს: ამისათვის მეორეკლასელებმა გაიხსენეს თავიანთი გამოცდილება, მაგრამ ასევე მცირე ჯგუფებში შეხვდნენ პირველი კლასების მასწავლებლებს და მათ გამოკითხეს თუ რა გამოწვევები აქვთ ამ ეტაპზე მოსწავლეებს; 

  • მოვიფიქროთ იდეები, როგორ მივეხმაროთ: პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ მოსწავლეებმა კვლავ მცირე ჯგუფებში შეარჩიეს სხვადასხვა გამოწვევა და მოიფიქრეს რამდენიმე იდეა, რითაც შეძლებდნენ პირველკლასელების დახმარებას; 

  • გავიგოთ მოსწავლეების ინტერესები: სანამ ზუსტი რესურსების დამზადებას დაიწყებდნენ, მეორეკლასელები შეხვდნენ პირველაკლასელებს და ჩაატარეს მინი გამოკითხვა მათი ინტერესების შესასწავლად: მაგალითად, გაიგეს მათი საყვარელი ფერი, ანიმაცია ან სხვა ინფორმაცია, რომელიც იმისთვის სჭირდებოდათ, რომ უკეთ მოერგოთ დამხმარე რესურსები მოსწავლეების ინტერესებისთვის. 

  • რისი შეკვეთა და ყიდვა დაგვჭირდება იდეების განხორციელებისთვი: დამხმარე რესურსებისათვის საჭირო საყიდლების სია მოსწავლეებმა კლასებში განსაზღვრეს, შემდეგ მცირე ჯგუფებში შეხვდნენ რესურსების მენეჯერს და გააკეთეს შეკვეთა; 

  • შევქმნათ დამხმარე საშუალებები: შეკვეთა მეორე სხვა დღეზე უკვე ადგილზე იყო და მოსწავლეები შეუდგნენ მათი იდეების მიხედვით რესურსების დამზადებას; 

  • გავუზიაროთ პირველკლასელებს: დამზადებული რესურსებისათვის ჯგუფებმა განსაზღვრეს გამოყენების ინსტრუქციები და შემდეგ პრაქტიკული პრეზენტაციების სახით წარუდგინეს პირვეკლასელებს.

პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს სასწავლო პროცესი  უფრო საინტერესო და სახალისო გაეხადათ პირველკლასელებისთვის და დახმარებოდნენ მათ გამოწვევების გამკლავებაში

მიზნის მისაღწევად მოსწავლეები შეეცადნენ, დაეფიქსირებინათ და გაენალიზებინათ თავიანთი საგნობრივი გამოცდილება და მათი გათვალისწინებით შეექმნათ დამხმარე საშუალება/აქტივობები პირველი კლასის მოსწავლეებისთვის.

მოსწავლეებმა გამოიკვლიეს პირველკლასელების აკადემიური საჭიროებები სხვადასხვა გზით, მოიფიქრეს და შექმნეს დამხმარე რესურსები, რამაც პირველკლასელებს გაუადვილა ადაპტაცია.