ათასწლეულის ბაღი აკადემიურ სწავლაზე დაფუძნებული სკოლამდელი განათლების ნაცვლად, თამაშზე დაფუძნებული სკოლამდელი განათლების პრინციპებს იყენებს.
ჩვენ ვქმნით უსაფრთხო, თუმცა მასტიმულირებელ გარემოს, რომელშიც:
- ბავშვები ვითარდებიან ფიზიკურად, სოციალურად, ემოციურად და ინტელექტუალურად;
- ბავშვები სწავლობენ თამაშით და გარემოზე დაკვირვებით;
- ბავშვები სწავლობენ ემოციების მართვას, პრობლემების გადაჭრას, საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღებას, დახმარებას, გაზიარებას, ემპათიას და გარემოზე ზრუნვას;
- მასწავლებლები და ბავშვები ენდობიან და პატივს სცემენ ერთმენეთს;
- მასწავლებლები ეხმარებიან ბავშვებს აღმოჩენების გაკეთებაში და საკუთარი თავის გამოხატვაში;
- მშობლები თანამშრომლობენ ბაღთან და მონაწილეობენ ბაღის ცხოვრებაში.