დასაქმება სასკოლო სივრცეში
- მასწავლებლები ანა დარახველიძე, ანა დარციმელია, ხათო ბაკურაძე, თამუნა ჭუმბურიძე, სოფო კოშაძე
- კლასი IV
- სფეროები სხვა დღე
- აღწერა
- მიზანი
- პროდუქტი
მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც მეოთხეკლასელებს, სკოლაში დავსაქმდეთ და ყოველდღიური საქმიანობების შესრულებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ?
მეოთხეკლასელებმა სასკოლო-სამუშაო სივრცის გაცნობისა და სხვადასხვა საქმიანობის შესასრულებლად საჭირო უნარების გამომუშავების/განვითარების მიზნით განსხვავებული როლები მოირგეს. დასაქმებამდე მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაზა გაიარეს:
- გაეცნენ სკოლის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შინაარსს და დაფიქრდნენ, თუ რა უნარები დასჭირდებოდათ ამ საქმიანობების შესასრულებლად;
- შექმნეს პირადი რეზიუმეები და გადაუგზავნეს სკოლის ადამიანური რესურსების დეპარტამენტს;
- შერჩეული პოზიციების წარმომადგენლებთან გაიარეს ინდივიდუალური გასაუბრებები, სადაც მათ მიერ შექმნილ რეზიუმეებში ასახული ინფორმაცია კიდევ უფრო მეტად გაშალეს და დააახლოვეს ვაკანსიის მოთხოვნებს;
- გასაუბრების წარმატებით გავლის შემდგომ, ისინი შეუდგნენ თავიანთ საქმიანობებს.
ვაკანსიები ექვს სხვადასხვა პოზიციაზე იყო გამოცხადებული:
- ხელოსნის ასისტენტი;
- ექიმის ასისტენტი;
- სტაჟირების პროგრამის მენეჯერის ასისტენტი;
- რესურსების მენეჯერის ასისტენტი;
- მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი;
- ადმინისტრაციის მენეჯერის ასისტენტი.
დასაქმების "სხვა დღის" ერთ-ერთ ძირითად მიზანს სკოლის, როგორც სამუშაო სივრცის, უკეთ გაცნობა წარმოადგენდა. გარდა ამისა, მეოთხეკლასელებმა გამოიმუშავეს ისეთი უნარები, როგორებიცაა:
- საკუთარი პროფესიული უნარებისა და გამოცდილებების გააზრება და რეზიუმეში ასახვა;
- კონკრეტული ვაკანსიისათვის საჭირო მახასიათებლების გამოკვეთა და მასზე კონცენტრირება;
- საკუთარი თავის წარდგენა არა მხოლოდ რეზიუმეს დახმარებით, არამედ ვერბალურადაც;
- სხვადასხვა საქმიანობის სპეფიციკის შესწავლა და პრაქტიკაში გადატანა;
- კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება;
- მიზნის დასახვა;
- თანამშრომლობა და საერთო მიზანზე მუშაობისას როლების გადანაწილება.
ინდივიდუალური რეზიუმეები და სხვადასხვა ვაკანსიის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, კერძოდ:
- ხელოსნის ასისტენტი - ხის კონსტრუქციის შეღებვა;
- ექიმის ასისტენტი - წამლების დახარისხება და მოსწავლეების კონსულტირებაში დახმარება;
- სტაჟირების პროგრამის მენეჯერის ასისტენტი - ჩანიშნულ გასაუბრებებზე მონაწილეობა;
- რესურსების მენეჯერის ასისტენტი - წიგნების აკინძვა;
- მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი - ინსტაგრამ-სთორისა და იუთუბისათვის კონტენტის მომზადება და განთავსება;
- ადმინისტრაციის მენეჯერის ასისტენტი - პირადი საქმეების დახარისხება.