-
სწავლა იწყება 9:00 საათზე და სრულდება 17:00 სათზე.
-
კლასში მაქსიმუმ 16 მოსწავლეა.
-
საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც, საშუალოდ, 14:00 საათამდე გრძელდება, დაწყებითი კლასების მოსწავლეს შეუძლია, 17:00-მდე, მასწავლებელთან ერთად, საკლასო გარემოში მოამზადოს დავალებები.
სკოლაში წარმართულ სამეცადინო პროცესში მოსწავლეები საკუთარი სასწავლო პროცესის მართვის სხვადასხვა სტრატეგიას ეუფლებიან, მათ შორის - დროის მართვას, საქმიანობის პრიორიტეტების მიხედვით დალაგებას, საკუთარი შეცდომების ანალიზს, მეცადინეობისას გაჩენილი კითხვების ჩანიშვნას მეორე დღისათვის.
შემოთავაზებით სარგებლობა სკოლის საფასურში შედის.
-
დიახ, სკოლას ემსახურება მინი-ავტობუსები. ტრანსპორტირების სერვისით სარგებლობის ყოველთვიური საფასური საშუალოდ 150 ლარია. მოსწავლეების უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს სკოლის კოორდინატორი, რომელიც სულ ბოლოს ტოვებს ტრანსპორტს.
-
სწავლის წლიური საფასური I-დან XII კლასის ჩათვლით შეადგენს 12 800 ლარს.
-
საფასური, რომელიც 12 800 ლარს შეადგენს, შეგიძლიათ, გადაიხადოთ ორნაირად: ერთიანად შემოტანით, რა დროსაც 10%-იანი ფასდაკლდება მოქმედებს ან ყოველთვიურად.
-
სპორტული და შემოქმედებითი კლუბები - ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://millennium-school.org/ge/klubebi
III კლასის ჩათვლით გახანგრძლივებული და ორჯერადი კვება. IV კლასიდან კვება ფასიანია;
გარდა ამისა, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის საფასურში შედის სარემედიაციო პროგრამა, რომლის მიზანიც საგნობრივი უნარების გაუმჯობესებაა. პროგრამის ფარგლებში დამატებითი მეცადინეობები ტარდება 3-4 მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში ან, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად. მოსწავლეები პროგრამაში ერთვებიან დიაგნოსტიკურ ტესტირებასა და მასწავლებლის შეფასებაზე დაყრდნობით. რემედიაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://millennium-school.org/ge/remediatsia -
სკოლას აქვს ღია და დახურული ტიპის სპორტული მოედნები.
-
სკოლაში I კლასიდან XII კლასის ჩათვლით ისწავლება ინგლისური ენა. IV კლასში, არჩევანის სახით, მეორე დამატებითი ენა შემოდის. მოსწავლეს საშუალება ეძლევა, აირჩიოს გერმანული, ფრანგული, რუსული, ან ჩინური ენა.
-
დიახ, სკოლაში ფუნქციონირებს “Millennium Kindergarten”-ი, დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ბაღის ადმინისტრაციას: 577 402 583