პროექტები

სამაგიდო თამაშების დღესასწაული

  • მასწავლებლები ნინიკო ქანთარია, ლიკა ჭანუყვაძე, მარიამ კუტუბიძე, მარიამ მატუა, თიკო თოფურიძე
  • კლასი II
  • სფეროები სხვა დღე
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მეორეკლასელებმა "სხვა დღეზე" სამაგიდო თამაშების დღესასწაულის მოწყობა გადაწყვიტეს. პროექტმა რამდენიმე საფეხური მოიცვა: 

დასაწყისისათვის მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა სამაგიდო თამაშის შექმნის ისტორიას, ქვეყნებისა და კულტურების მიხედვით დამახასიათებელ თავისებურებებს. შემდეგ დაფიქრდნენ, რისი თამაში უყვართ ყველაზე მეტად და რატომ - მონაცემები მოგვიანებით ცხრილში ასახეს, რათა სასურველი თამაშები მარტივად შეერჩიათ. 

შემდეგ ეტაპზე დათქვეს, რომ დღესასწაულს საკლასო ოთახშივე მოაწყობდნენ; შეთანხმდნენ, რომ იმისთვის, რათა ეს სხვა დღე მაქსიმალურად გასართობი და ინტერაქციული გამოსულიყო, დამატებითი იდეების მოფიქრება დასჭირდებოდათ. სწორედ ამ მიზნით, მეორეკლასელებმა დააორგანიზეს მსვლელობა, მოამზადეს დეკორაციები, გადაინაწილეს როლები, დაამზადეს მოსაწვევები და მასწავლებლებს დაუგზავნეს.

საბოლოოდ, წინასწარ მოწყობილ სივრცეში ორგანიზატორები, ანუ მეორეკლასელები, სტუმრებს - მასწავლებლებს, სამაგიდო თამაშების მრავალფეროვანი არჩევანით დახვდნენ. 

  • დაგეგმვა და ორგანიზება; 
  • თანამშრომლობა; 
  • საერთო მიზანზე მუშაობისას როლების გადანაწილება; 
  • მოლაპარაკების წარმოება; 
  • საკუთარი და სხვათა ინტერესის/ჰობის იდენტიფიცირება და ანალიზი; 
  • შემოქმედებითი აზროვნება.

სტუმრებისათვის გამზადებული სხვადასხვა სამაგიდო თამაში და დღესასწაულისათვის მოწყობილი საკლასო სივრცე.