მიზნები და სირთულეები
- მასწავლებლები სალომე წულაია, ნინო სამხარაძე, ხატია კაჭარავა, ანნა ტოპეშაშვილი, ლელა დეკანაძე
- კლასი I
- სფეროები სხვა დღე
- ციტირება წულაია ს., სამხარაძე ნ., კაჭარავა ხ., ტოპეშაშვილი., დეკანაძე., პროექტი "მიზნები და სირთულეები", ათასწლეულის სკოლა 2022
- აღწერა
- რატომ მოგვწონს ეს სხვა დღე?
- პროდუქტი
მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც პირველკლასელებს, განვსაზღვროთ მიზანი, მიზნის მიღწევის საშუალებები, სირთულეები და მათთან გამკლავების გზები?
პირველ ეპატზე მოსწავლეებმა მათსავე ერთ-ერთი “სხვა დღის” ფოტოებით დაიწყეს მსჯელობა, ერთმანეთს შეახსენეს ის, თუ რა იყო მიზანი, სანამ გრინჩს შეეჯიბრებოდნენ და დაამარცხებდნენ.
შემდეგ თემატური ვიდეოს გარშემო იმსჯელეს, რა იყო პერსონაჟების მიზანი, როგორ მიაღწიეს მას და რა გზით მოაგვარეს სირთულეები;
წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის დახმარებით გაიხსენეს მათი საყვარელი ანიმაცია და ერთად დააკავშირეს მისი კადრები “სხვა დღის” თემასთან;
დასკვნით ეტაპზე მოსწავლეები გაეცნენ სამ სიტუაციურ პრობლემას/დაბრკოლებას და საორიენტაციო კითხვების საშუალებით მოიფიქრეს ამ სირთულის მოგვარების გზები, რაც შემდეგ, შესაბამისი რესურსების გამოყენებით, შექმნეს და გაუზიარეს ერთმანეთს.
მიზნებისა და სირთულეების სხვა დღე იმიტომ მოგვწონს, რომ ერთობლივად რამდენიმე მნიშვნელოვან გააზრებამდე მივედით. კერძოდ, შევთანხმდით, რომ:
- მიზანი შეიძლება ყველა ჩვენგანს ჰქონდეს;
- მიზნის მიღწევამდე უნდა დავგეგმოთ შესაბამისი ნაბიჯები;
- ამ პროცესში შესაძლოა გადავაწყდეთ სირთულეებს, გარდა ამისა, სირთულეებს შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შევხვდეთ;
- თუკი პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე დავფიქრდებით, შევძლებთ მის მოგვარებას, თუმცა, სანამ ვიმოქმედებთ, აუცილებელია, მოსალოდნელი შედეგები განვსაზღვროთ.
პირვეკლასელები გაეცნენ სამ სიტუაციურ დაბრკოლებას, რომლის გადაჭრაც სხვადასხვა რესურსისა და საორიენტაციო კითხვების დახმარებით შეძლეს. მოფიქრებული გზები მოსწავლეებმა მოგვიანებით ერთმანეთს გაუზიარეს.