საქანელა
- მასწავლებლები სალომე ქუტიძე
- კლასი I
- სფეროები მათემატიკა, ხელოვნება, სხვა დღე
- ციტირება ქუტიძე ს., პროექტი "საქანელა“, ათასწლეულის სკოლა
- აღწერა
- მიზანი
- პროდუქტი
მთავარი კითხვა: როგორ შევქმნათ სკოლის ტერიტორიაზე დამატებითი გასართობი სივრცე?
ხანგრძლივობა: 3 კვირა
მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე არსებული გასართობი სივრცეების დათვალიერების შემდეგ გადაწყვიტეს დამატებითი სივრცის შექმნა.
ერთობლივი შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება, შეეძინათ საქანელა. თანხის მოსაძიებლად სხვადასხვა ვერსიების განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს სკოლის ტერიტორიაზე გამოფენა-გაყიდვის მოწყობა.
ბავშვებმა შეიმუშავეს გეგმა, თუ რისი დამზადება და გაყიდვა იქნებოდა შესაძლებელი. სამუშაო გეგმის შედგენის შემდეგ კლასი დაიყო სამ ჯგუფად: მზარეულები, მხატვრები, დიზაინერები. თითოეულ ჯგუფს დახმარებას უწევდა სკოლის წარმომადგენელი (ხელოვნების მასწავლებელი, შეფ-მზარეული) და მშობელი.
ჯგუფებმა, დამხმარეებთან ერთად განსაზღვრა გასაყიდი ნივთების, ორცხობილების რაოდენობა და ღირებულება. დაითვალეს გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული სავარაუდო შემოსავალი.
მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებმა შეადგინეს გამოფენა-გაყიდვის ორგანიზების გეგმა, მოიწვიეს სასურველი სტუმრები, გადაინაწილეს როლები.
როლები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- გიდები- მოწვეულ სტუმრებს უხსნიდნენ, რომელ სივრცეში რა შეიძლება შეეძინათ, რისთვის აგროვებდნენ თანხას, მადლობას უხდიდნენ სტუმრობისთვის.
- მოლარეები- ითვლიდნენ თანხას, საჭიროების შემთხვევაში აბრუნებდნენ ხურდას.
- გამყიდველები-მყიდველებს აცნობდნენ თითოეული პროდუქტის ფასს, აწვდიდნენ შეძენილ პროდუქტს.
- ფოტოგრაფები- ფოტოებს უღებდნენ სტუმრებს.
- ჟურნალისტები- ზრუნავდნენ სტუმრებთან ინტერვიუების ჩაწერაზე.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაითვალეს გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი და თანხა გადასცეს შუამავალ პირს საქანელას შესაძენად.
საქანელას სკოლის ეზოში დამონტაჟების შემდეგ მოხდა მისი საზეიმო ვითარებაში გახსნა.
სკოლის ტერიტორიაზე დამატებითი გასართობი სივრცის შექმნა - საქანელას შეძენა.
სასწავლო მიზანი:
საორგანიზაციო უნარების განვითარების ხელშეწყობა:
- მიზნის დასახვა;
- სამოქმედო გეგმის შედგენა;
- საქმიანობის დროში განაწილება.
თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა:
- ჯგუფური მუშაობა;
- როლების გადანაწილება;
ტრანსფერის უნარის განვითარება;
პრობლემის გადაჭრის, არჩევანის გაკეთების, სიტუაციის მართვის უნარ-ჩვევების განვითარება.
- გამოფენა გაყიდვისთვის საჭირო რესურსები; (ხელნაკეთი ნივთები/აქსესუარები, ნახატები, ორცხობილები)
- გამოფენა-გაყიდვის ამსახველი ფოტო მასალა;
- ვიდეო მასალა - ინტერვიუები სტუმრებთან;
- საქანელა.