პროექტები

მეგობარი გზამკვლევი

  • მასწავლებლები თეა ბიბლაია, მაიკო იმნაიშვილი, ლიზა ლაცაბიძე, სალომე ქუტიძე, ელენე კაკაბაძე.
  • კლასი III
  • სფეროები სხვა დღე
  • ციტირება ბიბლაია თ., იმნაიშვილი მ., ლაცაბიძე ლ., ქუტიძე ს., კაკაბაძე ე., პროექტი "მეგობარი გზამკვლევი“, ათასწლეულის სკოლა, 2019
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ დავეხმაროთ პირველკლასელებს სკოლასთან ადაპტირებასა და ერთმანეთთან (პარალელურ კლასებთან) დამეგობრებაში?

მესამეკლასელებმა სხვა დღის დასაწყისში გააანალიზეს, რა პრობლემები და გამოწვევები ჰქონდათ მათ პირველ კლასში ყოფნისას, რა სირთულეები ხვდებოდათ ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში და როგორ მოახერხეს მათი გადაჭრა. ამის შემდეგ - საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით - მიზნად დაისახეს პირვეკლასელებისთვის სკოლასთან ადაპტირების გამარტივება, თუმცა მიხვდნენ, რომ მათი ცოდნა შესაძლოა საკმარისი არ ყოფილიყო და გადაწყვიტეს, თავად მოსწავლეები და მათი დამრიგებლები გამოეკითხათ და სანამ პრობლემი გადაჭრაზე დაიწყებდნენ მუშაობას, ჯერ უფრო ზუსტად შეესწავლათ თავად პრობლემა. 

გამოკითხვის შედეგების ანალიზის შემდეგ პრობლემების სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა. თითოეულ კლასში ამ მიმართულებებზე სამუშაოდ რამდენიმე მოსწავლემ გამოთქვა მზაობა და პარალელური კლასების მოსწავლეებთან ერთად დაიწყო მათი მოგვარების გზებზე ფიქრი. 

  • გამოწვევა 1: პირველკლასელებისათვის რთულია სკოლის სივრცეში დამოუკიდებლად ორიენტირება; 

ჯგუფმა გადაწყვიტა, დერეფნებში სხვადასხვა დამხმარე მიმანიშნებელი რესურსის გამოკვრა მნიშვნელოვანი ადგილების მიგნებაში დასახმარებლად. ძირს დააკრეს ფერადი ნაფეხურები და სიმბოლოები. დაამონტაჟეს ხმოვანი მიმანიშნებლები, რომლის მიზანი იყო, რომ ჩაწერილ ხმას დაბნეული მოსწავლე სწორ გზაზე წაეყვანა. 

  • გამოწვევა 2: პირველკლასელები ახლა ეჩვევიან საკუთარი ნივთების ორგანიზებას, რის გამოც ხშირად ეკარგებათ ისინი; 

ამ გამოწვევაზე მომუშავე ჯგუფმა გადაწყვიტა შემახსენებელი ბარათების რამდენიმე ტიპი დაემზადებინა. მათ სპორტ დარბაზში გამოაკრეს პოსტერის ზომის შემახსენებელი ბარათი, რომელზეც ის ნივთები იყო მითითებული, რომლებიც მოსწავლეებს შეიძლება სპორტ დარბაზში დარჩენოდათ. იმავე შინაარსის ბარათები მოსწავლეებმა დაამზადეს მცირე ზომებში და გამოაბეს თოკები, რომელთა დახმარებითაც მოსწავლე ბარათის პირად ჩანთაზე მიბმას შეძლებდა. 

  • გამოწვევა 3: პირველკლასელები ჯერ არ იცნობენ პარალელური კლასის მოსწავლეებს და ვერ ახერხებენ დერეფნის სივრცეებში მათთან ერთად გართობას;

ჯგუფმა მოიფიქრა და საკუთარი ხელით შექმნა დერეფანში დასამონტაჟებელი სამი თამაში, რომლითაც მოსწავლეები დამოუკიდებლადაც შეძლებდნენ გართობას შესვენებებზე, მაგრამ ასევე, სხვა კლასის მოსწავლეებთან დამეგობრებაშიც დაეხმარებოდათ. 

სხვა დღის ბოლოს მესამეკლასელებმა თავიანთი ნამუშევრები პირველკლასელებს თავად აჩვენეს და აუხსნეს მათი გამოყენების გზები.

"სხვა დღის" მიზანი პირველკლასელებისთვის სკოლასთან ადაპტაციის გამარტივება იყო - სკოლა მათთვის უნდა გამხდარიყო უფრო დაცული, უსაფრთხო, მიმზიდველი, ხალისიანი ადგილი. გარდა ამისა, პროექტმა ხელი შეუწყო პარალელური კლასების ერთმანეთთან დამეგობრებას, თვითმომსახურების სურვილის გაჩენასა და პირველკლასელების გამოწვევების მარტივად გადალახვას. 

სასწავლო მიზნები: 

  • პრობლემის გადაჭრის, იდენტიფიცირების, ანალიზის უნარის განვითარება;

  • პრეზენტირების დახვეწა; 

  • თანამშრომლობა; 

  • მოლაპარაკების წარმოება;

  • ჯგუფური მუშაობა.

  • დერეფნის ხელნაკეთი თამაშები;
  • შემახსენებელი ბარათები; 

  • ვიზუალური მინიშნებები სკოლაში ორინტირებისათვის.