პროექტები

ქარის ელექტროსადგურის მოდელის აწყობა

  • მასწავლებლები მედეა აბრამიშვილი
  • კლასი X
  • სფეროები მეცნიერება
  • ციტირება აბრამიშვილი მ., პროექტი "ქარის ელექტროსადგურის მოდელის აწყობა“, ათასწლეულის სკოლა, 2021
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ არის შესაძლებელილ ქარის მექანიკური ენერგიიდან სტაბილური ელექტროენერგიის მიიღება?

დღესდღეობით ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება მუდმივად იზრდება. ელექტროენერგიის გამომუშავების მრავალი მიმართულებიდან ერთ-ერთი ყველაზე ეკომეგობრული გზაა ქარის მექანიკური ენერგიის გარდაქმნა ელექტრულად.

“ერთი სასწავლო დღე - ერთი პრობლემის” ფორმატში მეათე კლასის მოსწავლეების გამოწვევა იყო, შეექმნათ ქარის ელექტროსადგურის მუშა მოდელი, რომელიც შეძლებდა ქარის მექანიკური ენერგიის გარდაქმნას სტაბილურ ელექტრულ ენერგიად. 

ფუნქციური მოდელის ასაწყობად მოსწავლეთა ჯგუფებმა პირველ რიგში შეისწავლეს სხვადასხვა ელექტრული კომპონენტების მუშაობის პრინციპები და მექანიზმები, თითოეული მოწყობილობისთვის მოიძიეს და გაეცნენ სამუშაო ძაბვას, შემავალ და გამომავალ დენის ძალას, სიმძლავრეს და ა.შ.  

სამუშაოების პირველ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებმა გამოიყენეს კომპონენტების სწორი თანმიმდევრობით შესაერთებლად, რაც აუცილებელი იყო ძრავით მიღებული დენის დასარეგულირებლად და ლითიუმის აკუმულატორის (4.2 V) დასატენად.

მოდელის ვიზუალურად დახვეწის მიზნით,  მოსწავლეებმა გადაწყვიტეს წრედსი ჩაესვატ LED ნათურები, რომელთა კვების წყაროს ქარით გამომუშავებული ელ.ენერგია იქნებოდა. ამისთვის მოსწავლეთა ჯგუფებმა დაიანგარიშეს თუ რა რაოდენობით LED ნათურის ჩართვა იყო შესაძლებელი მათ მიერ შექმნილი ქარის ელექტროსადგურის მოდელში, რათა ნათების ინტენსივობა ნორმის ფარგლებში ყოფილიყო. რამდენიმე ჯგუფმა მოდელის დიზაინის გასაუმჯობესებლად საღებავებიც გამოიყენა.

პროექტის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს გაეაზრებინათ ეკომეგობრული ელექტროენერგიის წარმოების მნიშვნელობა და ენერგიის სახის ცვლილების ცნება.

სასწავლო დღის ბოლოს მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და შექმნილი ქარის ელექტროსადგურის მოდელები გააცნეს სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.