პროექტები

დისტანციური: ჩვენი მაღაზია

  • მასწავლებლები ნინიკო ქანთარია, ლიკა ჭანუყვაძე, მარიამ კუტუბიძე, მარიამ მატუა, თამთა კონჯარია.
  • კლასი I
  • სფეროები სხვა დღე, დისტანციური
  • ციტირება ქანთარია ნ., ჭანუყვაძე ლ., კუტუბიძე მ., მატუა მ., კონჯარია თ., პროექტი “დისტანციური: ჩვენი მაღაზია“, ათასწლეულის სკოლა, 2020
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: რა გვჭირდება ჩვენი მაღაზიის შესაქმნელად?

ბავშვებმა მოისმინეს ამონარიდი ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებიდან "პეპი გრძელწინდა". უპასუხეს კითხვებს: რა სჭირდებოდა პეპის? სად შეეძლო მისთვის სასურველი ტკბილეულის შეძენა? რა გვჭირდება იმისათვის, რომ მაღაზიაში ჩვენთვის სასურველი ნივთები შევიძინოთ? თავად უთამაშიათ თუ არა “მაღაზიობანა”? მას შემდეგ, რაც თამაში “მაღაზიობანა” კლასისთვის სასურველი აღმოჩნდა, გადაწყვიტეს თავიანთი მაღაზიის შექმნა. 

მაღაზიის შექმნამდე იმსჯელეს, რა ნაბიჯების გადადგმა სჭირდებოდათ თავიანთი მიზნის მისაღწევად. 

ბავშვებმა ისაუბრეს თავიანთი საყვარელი მაღაზიების შესახებ. დაასახელეს მათი საყვარელი მაღაზიის/მაღაზიების სახელი/სახელები, რას ყიდულობენ დასახელებულ მაღაზიაში/მაღაზიებში, რა მოსწონთ ყველაზე მეტად, სად მდებარეობს აღნიშნული მაღაზია/მაღაზიები.  მოცემულ საუბარზე დაყრდნობით შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა. გაიაზრეს, რომ მაღაზიის შექმნამდე მნიშვნელოვანი იყო დაფიქრებულიყვნენ და განესაზღვრათ:

  • მაღაზიის სახელი; 

  • მაღაზიის ადგილმდებარეობა; 

  • გასაყიდი ნივთები; (მინიმუმ 5 ნივთი, რომელიც განსაკუთრებულს გახდიდა მაღაზიას); 

  • მაღაზიის გასაკეთებლად საჭირო რესურსები/მასალები;

  • გასაყიდი ნივთების ღირებულება.

მოსწავლეებმა, ზუმის საშუალებით, წინასწარ შეთანხმებულ დროს ერთმანეთს დაათვალიერებინეს  თავიანთი მაღაზიები. მაღაზიების დათვალიერების შემდეგ შეაფსასეს ერთმანეთის ნამუშევრები და ისაუბრეს რამდენად საინტერესო, სასიამოვნო იყო მათთვის სამუშაო პროცესი.

საორგანიზაციო, მიზნის დასახვის, სამოქმედო გეგმის შედგენის, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარების განვითარების ხელშეწყობა.

სხვადასხვა ტიპის მაღაზიის მაკეტი, კონსტრუქცია.