პროექტები

ბოსტანი

  • მასწავლებლები ანა დარახველიძე, ანა დარციმელია, ხათუნა ბაკურაძე, მარი პაპიაშვილი, სოფო კოშაძე
  • კლასი I
  • სფეროები მეცნიერება, სხვა დღე
  • ციტირება დარახველიძე ა., დარციმელია ა., ბაკურაძე ხ., პაპიაშვილი მ., კოშაძე ს., პროექტი "ბოსტანი“, ათასწლეულის სკოლა, 2019
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც მებაღეებმა, შევქმნათ სკოლის ბოსტანი?

ხანგრძლივობა: 3 კვირა

ბუნების სხვა დღეზე მცენარეებზე დაკვირვება და ზრუნვა მოსწავლეებისთვის ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რის გამოც გაუჩნდათ სურვილი სკოლის ეზოში ბოსტანი მოეწყოთ. 

რადგან მუზეუმის ორგანიზებისას ამის გამოცდილება უკვე ჰქონდათ, გადაწყვიტეს ადმინისტრაციის მენეჯერისთვის მოეყოლათ თავიანთი გამოცდილების შესახებ, შეეთავაზებინათ ბოსტნის გაკეთების იდეა და ეთხოვათ თუ შეიძლებოდა ეზოში მათთვის ტერიტორიის გამოყოფა. თანხმობა მეილზე მალევე მიიღეს, რის შემდეგაც მოინახულეს გამოყოფილი ტერიტორია და შეარჩიეს ის ბოსტნეული რომლის მოყვანაც ამ ადგილას უნდოდათ. შერჩევისას გაეცნენ არსებული თესლების მოვლის წესებს: როდის ჯობია დათესვა? როგორი მოვლა სჭირდება? როდის შეიძლება მოსავლის აღება? 

რა კითხვებზე პასუხიც წინასწარ მომზადებულ საინფორმაციო ბარათებზე ვერ ნახეს, ფურცელზე ჩამოწერეს და მეზობელ სათბურს ეწვიენ, სადაც კითხვები ექსპერტს დაუსვეს და მისი მოსაზრებები ჩაინიშნეს. ამ ყველაფრის საფუძველზე დახაზეს ბოსტნის გეგმა, სადაც მიუთითეს რომელ ნაწილში რომელ ბოსტნეულს დათესდნენ. 

დათესვამდე მოამზადეს სანიშნეები, იმისათვის, რომ არ დავიწყებოდათ რომელ ადგილას რის ზრდას ელოდნენ და როგორი იყო მათი მოვლის წესები. საბოლოოდ შერჩეულ ბოსტნის ტერიოტორიაზე მოამზადეს მიწა, დათესეს თესლები და მოათავსეს მომზადებული სანიშნეები.

მომდევნო კვირების განმავლობაში რეგულარულად სტუმრობდნენ და უვლიდნენ ბოსტანს.

ბოსტნის სხვა დღის მიზანი იყო, მოსწავლეებს საორგანიზაციო უნარები განევითარებინათ და ბუნებისმეტყველების სხვა დღეზე მიღებული ცოდნები და უნარები განემტკიცებინათ: მცენარის ნაწილების დასახელებები, დაკვირვება. 

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეების ნაწილს კიდევ უფრო გაეზარდა ინტერესი საკითხის მიმართ.

სკოლის ეზოში განსხვავებული თესლებით და ჩითილებით გაშენებული ბოსტანი, ბოსტნის ნახაზი.