პროექტები

'სხვა დღე' მასწავლებლებს

  • მასწავლებლები თეა ბიბლაია, მაიკო იმნაიშვილი, ლიზა ლაცაბიძე, სალომე ქუტიძე, ელენე კაკაბაძე.
  • კლასი III
  • სფეროები სხვა დღე
  • ციტირება ბიბლაია თ., იმნაიშვილი მ., ლაცაბიძე ლ., ქუტიძე ს., კაკაბაძე ე., პროექტი “სხვა დღე მასწავლებლებს“, ათასწლეულის სკოლა
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ დავგეგმოთ საინტერესო და სახალისო სხვა დღე მასწავლებლებისთვის?

სხვა დღის საწყის ეტაპზე მოსწავლეებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: როგორ იქმნება სხვა დღე; ვინ იღებს მონაწილეობას შექმნაში; რა მახასიათებლები უნდა გააჩნდეს სხვა დღის გეგმას, რათა წარმატებულად წარიმართოს; რატომ არსებობს აღნიშნული სასწავლო ერთეული? საწყისი მსჯელობი შემდეგ, მოსწავლეები დაფიქრდნენ, თვითონაც შეეძლოთ თუ არა სხვა დღის დაგეგმვა მასწავლებლებისთვის. 

მიზნის მისაღწევად მესამეკლასელებმა დაიწყეს იმის შესწავლა, თუ როგორ იგეგმება სხვა დღე. პროცესში გაიაზრეს რა ნაწილებისგან შედგება დასახელებული სასწავლო ერთეული და რა მნიშვნელობა აქვთ ამ ნაწილებს, ასევე დაფიქრდნენ მასწავლებლების ინტერესებზე და ამის მიხედვით განახორციელეს ჩანაფიქრი;  

  • დაისახეს მასწავლებლების სხვა დღის მიზანი: გადაწყვიტეს, მიზანი ყოფილიყო, რომ სხვა დღის ბოლოს მასწავლებლებს ფიზიკური აქტივობების მნიშვნელობა მეტად გაეაზრებინათ;

  • გაწერეს სხვა დღის გეგმა შესაბამისი სტრუქტურის მიხედვით; საერთო მიზნის განსაზღვრის შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა პასუხისმგებლობა აიღო სხვა დღის კონკრეტული აქტივობის დაგეგმვასა და წარმართვაზე;

  • მოიძიეს აქტივობებისთვის საჭირო რესურსები; 

  • მოიწვიეს მასწავლებლები; 

  • განახორციელეს აქტივობა; 

  • გააკეთეს რეფლექსია.

სხვა დღის მიზანი იყო, მოსწავლეებს სკოლის მასწავლებლებისთვის გაეცვალათ როლები და ამჯერად მათთვის დაეგეგმათ ისეთი სასწავლო ერთეული, რომელიც მათ საჭიროებებს მოერგებოდა და თან საინტერესო და სახალისო იქნებოდა. 

სასწავლო მიზნები:

  • დაგეგმვის, იდენტიფიცირების, ანალიტიკური უნარების განვითარება;

  • პრეზენტირება;

  • თანამშრომლობა; 

  • მოლაპარაკების წარმოება; 

  • ჯგუფური მუშაობა.

მოსწავლეების მიერ მასწავლებლებისთვის დაგეგმილი ‘სხვა დღე’.