მისალოცი ბარათები
- მასწავლებლები ანა დარახველიძე, ანა დარციმელია, ხათუნა ბაკურაძე, მარი პაპიაშვილი, სოფო კოშაძე.
- კლასი II
- სფეროები სხვა დღე
- ციტირება დარახველიძე ა., დარციმელია ა., ბაკურაძე ხ., პაპიაშვილი მ., კოშაძე ს., პროექტი "მისალოცი ბარათები“, ათასწლეულის სკოლა, 2019
- აღწერა
- რატომ მოგვწონს ეს სხვა დღე?
- პროდუქტი
მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც მეორეკლასელებს, შევქმნათ, დავბეჭდოთ და გავყიდოთ საახალწლო მისალოცი ბარათები?
სხვა დღის დასაწყისში მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა ტიპის მისალოცი ბარათი და დაიწყეს მათ შესახებ მსჯელობა. განსაზღვრეს ბარათების ფუნქცია და დაფიქრდნენ, თუ რა მიზანი აქვს ზოგადად მათ მომზადებას, რით განსხვავდება საჩუქრის ჩუქებისგან და რა განსხვავებაა ხელით დამზადებულსა და ნაბეჭდ მისალოც ბარათებს შორის.
მას შემდეგ რაც შეაფასეს მაღაზიებში არსებული მისალოცი ბარათები, იმსჯელეს, შეძლებდნენ თუ არა თვითონ უკეთესი და უფრო მრავალფეროვანი ბარათების დამზადებას საახალწლოდ. რადგან ამის სურვილი და მზაობა ყველას ჰქონდა, მოსწავლეებმა დაისახეს მიზანი:
ჩვენი მიზანია შევძლოთ, რომ ახალ წელს (როდის?), სკოლაში (სად?) ჩვენი დიზაინით და ტექსტით შექმნილი მისალოცი ბარათები გავყიდოთ.
მიზნის დასახვის შემდეგ მოსწავლეებმა დეტალებზე იმსჯელეს და განსაზღვრეს სამოქმედო გეგმა.
მეორე კვირის განმავლობაში მოსწავლეები მიჰყვნენ მათ მიერ განსაზღვრულ სამოქმედო გეგმას:
- იფიქრეს ბარათების დიზაინის იდეებსა და მისალოც ტექსტებზე;
- შექმნეს ილუსტრაციები;
- მიიღეს უკუკავშირი;
- საბოლოო დიზაინები გადაუგზავნეს სტამბას დასაბეჭდად;
- დაბეჭდვის საფასურის გარკვევის შემდეგ, გამოიყენეს მათემატიკის გაკვეთილები ბარათების ფასის დასადგენად.
სანამ ბარათების დაბეჭდვას ელოდნენ, მოსწავლეებმა დაიწყეს მუშაობა გაყიდვის დღის მოწყობაზე:
- მოამზადეს რეკლამა;
- შეარჩიეს დრო და ადგილი;
- გაუზიარეს ინფორმაცია საკოლო საზოგადოებასა და მშობლებს.
გაყიდვის დღის პირველ ნახევარში მათ სტენდების მომზადებაზე იმუშავეს, შემდეგ კი სხვადასხვა გადანაწილებულ როლში დახვდნენ სტუმრებს.
სხვა დღის ბოლოს მოსწავლეებმა დრო დაუთმეს რეფლექსიას და იმსჯელეს, თუ როგორ წარმართეს პროცესი. ასევე შეჯერდნენ, რაში დახარჯავდნენ ბარათების გაყიდვის შედეგად მოპოვებულ თანხას.
ეს სხვა დღე განსაკუთრებით რამდენიმე მიზეზის გამო მოგვწონს:
- სხვა დღე საგნის მასწავლებლებთან თანამშრომლობასაც მოიცავდა. ეს კარგი იყო, რადგან სამუშაო პროცესი სხვა დღის სივრცეს გაცდა და მოსწავლეების სხვა დღის მიზანი მათთვის სხვადასხვა საგნებში ახალი ცოდნების და უნარების მიღების მოტივაციაც გახდა;
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაამუშავეს მილოცვების და კეთილი სურვილების სხვადასხვა ფორმები;
- მათემატიკაში იმუშავეს მისალოცი ბარათების ფასის დადგენაზე;
- ხელოვნებაში იმუშავეს ბარათების დიზაინის შექმნაზე;
- მიზნისათვის საჭირო საქმე მოსწავლეებმა რამდენიმე კვირაზე გადაანაწილეს - ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, როცა გრძელვადიან პროექტზე იმუშავეს;
- სხვა დღის ბოლოს მათ ხელშესახები პროდუქტი ჰქონდათ - მისალოცი ბარათები - რამაც აგრძნობინათ, რომ მათ, როგორც კლასს, უკვე ბევრი მნიშვნელოვანი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთად;
- გაყიდვის დღეს, სტუმრებისგან მიღებული უკუკავშირიც მათთვის ამის დამადასტურებელი იყო;
- გაყიდვის დღეს, პარალელური კლასების სტენდები ერთ სივრცეში იყო - ასე მოსწავლეებმა ერთმანეთის ნამუშევრებიც ნახეს;
- რადგან ახალი წლის თემა მოსწავლეებისთვის აქტუალური იყო, მთლიანი პროცესი (მათ შორის შედარებით დამღლელიც) ხალისით მიმდინარეობდა;
- მოსწავლეების მიერ დამზადებული მისალოცი ბარათები;
-
მისალოცი ბარათების სტენდი;
-
მისალოცი ბარათების რეკლამა.