პროექტები

ინკუბატორი

  • მასწავლებლები ნადეჟდა პომიკალოვა
  • კლასი VI
  • სფეროები მეცნიერება
  • ციტირება პომიკალოვა ნ., პროექტი "ინკუბატორი", ათასწლეულის სკოლა, 2020
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შეიძლება გამოვჩეკოთ ფრინველი ხელოვნურად შექმნილ გარემოში?

ხანგრძლივობა: 4 კვირა ჩასატარებელი სამუშაობი. 21 დღე გამოჩეკვის მოლოდინი.

პირველ კვირაში მოსწავლეებმა გაარჩიეს ინფორმაცია, როგორ ხდება ფრინველის გამრავლება ბუნებრივ და ხელოვნურ პირობებში, შეისწავლეს კვერცხის აგებულება და როგორი უნდა იყოს კვერცხი, რომ მისგან შესაძლებელი იყოს ფრინველის გამოჩეკვა. მოსწავლეებმა შექმნეს სამოქმედო გეგმა პროექტ "ინკუბატორის" განსახორციელებლად, რომლის მიზანიც ინკუბატორის აწყობა და მასში წიწილების გამოჩეკვა იყო.  

მეორე კვირაში მოსწავლეებმა ინტერნეტის გამოყენებითა და ვიდეო მასალებზე დაყრდნობით შეისწავლეს, როგორ შეიძლებოდა თვითნაკეთი ინკუბატორის დამზადება. შექმნეს ინკუბატორის ნახაზი და საჭირო რესურსების სია. 

მესამე და მეოთხე კვირაში მოსწავლეებმა მიღებული მასალებით ააწყვეს ინკუბატორი. საინკუბაციო კამერად გამოიყენეს მუყაოს ყუთი და გათბობის სისტემად 60 ვატიანი ვოლფრამის ნათურები. მუყაოს ყუთს ორგანული მინის კარი გაუკეთეს, რომ მარტივად შეძლებოდათ კვერცხებთან წვდომა ჰქონოდათ. ინკუბატორის ძირზე თივა დააფინეს,  ჰაერის ტენიანობისთვის მოათავსეს წყლიანი ჭურჭელი, ტემპერატურაზე დასაკვირვებლად კი თერმომეტრი. ინკუბატორში მოსათავსებელი კვერცხები ნათურის საშუალებით შეამოწმეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ვარგისი იყო წიწილების გამოჩეკვისთვის. ინკუბატორში მოათავსეს 10 კვერცხი და დაიწყეს დროის ათვლა. გამოჩეკვამდე 21 დღის განმავლობაში მოსწავლეები უზრუნველყოფდნენ კვერცხების გადაბრუნებას ყოველდღიურად და ჰაერის ტენიანობისთვის ჭურჭლის წყლით შევსებას. 21 დღის შემდეგ გამოიჩეკა 1 წიწილა.

  • მოსწავლეებს შეესწავლათ და დააკვირვებოდნენ ფრინველის სასიცოცხლო ციკლს: ფრინველის გამრავლების თავისებურებებს, კვერცხის აგებულებას, რა დრო და პირობები ესაჭიროება კვერცხიდან წიწილის გამოჩეკვას, როგორ ვითარდება კვერცხში ჩანასახი;
  • მოსწავლეებს შეესწავლათ, როგორაა ინკუბატორი მოწყობილი და რა უპირატესობა გააჩნია გამოჩეკვის ბუნებრივ მეთოდთან (კრუხთან) შედარებით;

  • მოსწავლეებს მეცნიერება და ეკონომიკური საკითხები ერთმანეთთან დაეკავშირებინათ.

სახლის პირობებით აწყობილი ინკუბატორი და გამოჩეკილი წიწილა.