გაგიტყდა?
- მასწავლებლები გვანცა დემეტრაშვილი, სოფო გიორგაძე, გუგა ვარდიაშვილი, შოთა ბერულავა
- კლასი VI, VII
- სფეროები სხვა დღე
- ციტირება დემეტრაშვილი გ., გიორგაძე ს., ვარდიაშვილი გ., ბერულავა შ., პროექტი "გაგიტყდა?“, ათასწლეულის სკოლა, 2019
- აღწერა
- მიზანი
- პროდუქტი
მთავარი კითხვა: შეძლებთ, გატეხვას გადაარჩინოთ სიმაღლიდან გადმოგდებული კვერცხი?
ხანგრძლივობა: 1 კვირა
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გამომგონებლების როლი მოირგეს. შეზღუდული რაოდენობის რესურსების გამოყენებით, ინოვაციური ხერხებით და გზებით უნდა შეექმნათ დამცავი კონსტრუქცია, რომელიც სიმაღლიდან გამოგდებულ კვერცხს დაზიანებისგან დაიცავდა.
საწყის ეტაპზე მოსწავლეები შეხვდნენ ფიზიკის მასწავლებელს და განიხილეს საგნის სიმაღლიდან ვარდნის ფენომენი. იმსჯელეს სხვადასხვა ზომის, მოცულობის, ზედაპირის და ფორმის საგნების ვარდნის თავისებურებებზე. ამის შემდეგ გადანაწილდნენ ჯგუფებში, დაურიგდათ თანაბარი რაოდენობის, ერთნაირი რესურსი და მუშაობაც დაიწყო.
გამოყოფილ დროში მათ შეეძლოთ არამარტო კონსტრუქციის შექმნა, არამედ მისი გამოცდაც და საჭიროებისამებრ გაუმჯობესება. დასაწყისში გუნდის წევრები შეთანხმდენ, თუ როგორი სტრუქტურის და დიზაინის უნდა ყოფილიყო მათი მოდელი. ჯგუფებში გადაინაწილეს ფუნქციები და დაიწყეს კონსტრუქციის აგება. რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ ყველა გუნდმა დაამზადა ორიგინალური და განსხვავებული პროდუქტი. თითოეული გუნდმა წარადგინა საკუთარი ნამუშევარი და დეტალურად იმსჯელა მის ძლიერ მხარეზე.
სხვა დღის დასასრულს, მონაწილეები და მასწავლებლები ერთად ავიდნენ სკოლის ვერანდაზე და გადმოაგდს კონსტრუქციები. აღმოჩნდა, რომ ყველა გუნდმა წარმატებით გაართვა თავი დავალებას. არც ერთი გუნდის კონსტრუქცია დაშლილა, არც კვერცხი გატეხილა.
პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს საინტერესო და უჩვეულო გამოწვევაზე მუშაობისას გაეუმჯობესებინათ პრობლემის გადაჭრის, დაკვირვების, ჯგუფური მუშაობის და კრეატიული აზროვნების უნარები.
სხვა დღის ფარგლებში მოსწავლეებმა ფიზიკის პრინციპების ყოველდღიურობაში გამოყენების შესახებ ახალი ცოდნა და გამოცდილება მიიღეს. მრავალი ფიზიკური პრინციპის გამოყენებით (როგორებიცაა ჰაერის წინაღობა, ძალასა და ძალის მომენტს შორის კავშირი და შეჯახებების ფიზიკა) შეეცადნენ პრობლემის გადაჭრას. შეზღუდულ დროში შეძლეს განსხვავებული იდეების გენერირება, გაფილტვრა და საუკეთესოს არჩევა. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა დასახულ მიზანს თანამშრომლობით და გუნდურად მიაღწიეს.
მოსწავლეების მიერ აგებული კონსტრუქციები, რომლებშიც მოთავსებულია კვერცხი.