პროექტები

ჩვენი ბიბლიოთეკა

  • მასწავლებლები ხათუნა ბაკურაძე, სოფო კოშაძე.
  • კლასი III
  • სფეროები სხვა დღე
  • ციტირება ბაკურაძე ხ., კოშაძე ს., პროექტი "ჩვენი ბიბლიოთეკა“, ათასწლეულის სკოლა, 2021
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენი კლასის სივრცეში მოვაწყოთ საკლასო ბიბლიოთეკა?

სხვა დღის დასაწყისში მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ როგორ ატარებენ დროს კლასში, რა საჭიროებები აქვთ და როგორ შეუძლიათ კლასის სივრცე მეტად მოარგონ ამ საჭიროებებს. 

მსჯელობისას გამოიკვეთა რომ იმ პერიოდისათვის საკმაოდ ბევრ დროს უთმობენ კითხვას და წიგენბის გაცვლას, კლასში კი შესაბამისი სივრცე არ აქვთ. შესაბამისად, მათ მიზნად დაისახეს საკლასო სივრცეში კომფორტული ბიბლიოთეკის შექმნა, რომელიც მათ დაეხმარებოდათ კითხვის პროცესი კიდევ უფრო სახალისო გამხდარიყო. 

მსჯელობისას სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოყვეს ბიბლიოთეკის მოსაწყობად და თითოეულზე მცირე ჯგუფებში გააგრძელეს მუშაობა: 

  • წიგნების შესანახი სივრცე: 

გადაწყვიტეს წიგნები კატეგორიების მიხედვით დაეყოთ და თითოეული კატეგორიისათვის მუყაოს ყუთისაგან შესაბამისი თარო დაამზადეს.

  • სამკითხველო სივრცე: 

განსაზღვრვეს, თუ რა რესურსები დასჭირდებოდათ სამკითხველო კუთხისათვის და დაგეგმეს, სად განათავსებდნენ მათ; 

  • ბიბლიოთეკის გამოყენების წესი: 

შეიმუშავეს ბიბლიოთეკაში წიგნების ჩაბარების, გატანის და დაბრუნების წესი და დაამზადეს მკითხველის ბარათები, რომელიც პროცესის მართვაში დაეხმარებოდათ. 

კლასის ბიბლიოთეკა მთელი დარჩენილი სემესტრის განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა. მოსწავლეების შეფასებით, კითხვის პროცესი მათთვის უფრო კომფორტული და სახალისო გახადა. 

პროექტის მიზანი იყო, მესამეკლასელებს საკლასო სივრცეში მოეწყოთ კლასის ბიბლიოთეკა, რისთვისაც გააანალიზებდნენ საკუთარ ინტერესებსა და საჭიროებებს, შეარჩევდნენ დიზაინსა და გამოყენების გზებს.

  • კლასის ბიბლიოთეკის სათავსო;
  • კლასის ბიბლიოთეკის სივრცე.