კლუბები

ტანვარჯიშის კლუბში ჩართული მოსწავლე განივითარებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასა და მოტორიკას. გარდა ამისა, სპორტის ეს სახეობა აუმჯობესებს მოქნილობას, მოძრაობის კოორდინაციასა და პლასტიკას, სხეულის ფლობის უნარს, ხელს უწყობს საერთო ფიზიკურ მომზადებას. ტანვარჯიში ხელს უწყობს საქმეზე ფოკუსირების უნარის ჩამოყალიბებასაც, რაც მოსწავლეს სხვა სპორტულ და საგნობრივ მიმართულებებშიც დაეხმარება.