კლუბები

ფრენბურთი სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივი სახეობაა. ის მოიცავს მრავალფეროვან ტექნიკას, სხვადასხვა ტაქტიკურ ვარიანტს და ავითარებს გამძლეობას, მოქნილობას, ბურთის შეგრძნების უნარს, სხარტ სათამაშო აზროვნებას, დროულ რეაქციას, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარს, მდგრად ნერვულ სისტემას. ფრენბურთის კლუბი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს შორის ერთ მიზანზე ორიენტირებული და გუნდური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.