კლუბები

ფეხბურთის კლუბი ხელს შეუწყობს მოსწავლის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქო-ემოციური ნაწილის განვითარებას. სპორტის ეს სახეობა აძლიერებს ისეთ შესაძლებლობებს, როგორებიცაა სისწრაფე, ძალა, გამძლეობა, მოქნილობა და სიმარჯვე. გარდა ამისა, სახეობისათვის დამახასიათებელი სტრატეგია ავითარებს გუნდურობის შეგძნებას, თანამშრომლობით ქცევას, საერთო მიზნისაკენ სწრაფვასა და ურთიერთდახმარებას.