კლუბები

"დავიჭიროთ წამი" წარმოადგენს ფოტოხელოვნების კლუბს, რომელიც შეიცავს თეორიულ, პრაქტიკულ და გასვლით შეხვედრებს. მოსწავლეები გაეცნობიან ფოტოგრაფირების საწყისებს: ტექნიკა, კომპოზიცია, ფერი, პეიზაჟი, არქიტექტურა, ლანდშაფტი და ა.შ. პირველ ნაწილში განვიხილავთ ფოტოგრაფიის გამომგონებლებსა და მათ შემოქმედებას. კლუბის მეორე ნაწილი მოიცავს პრაქტიკულ შეხვედრებს ისეთი საკითხების გარშემო, როგორებიცაა: კამერის ტექნიკური აღწერილობა, სიჩქარე, დიაფრაგმა, შუქმგრძნობელობა (ISO), ოპტიკა; კომპოზიციის ელემენტები, კადრის აგებულება, ფოკუსი, ფოტოდოკუმენტაცია.