თამაში

თამაში ათასწლეულის ბაღში სწავლების ძირითადი ფორმაა. დღის განმავლობაში ბავშვები:

თამაშობენ თავისუფლად - სპონტანური თამაში ბავშვების ენთუზიაზმს, ცნობისმოყვარეობას და მოთხოვნილებას ეფუძნება და იმისი კეთებით, რაც მათ თავად სურთ ბავშვებს  თავისუფლების და კონტროლის შეგრძნებას ანიჭებს. თავისუფალი თამაშის საშუალებით ბავშვები შეიმეცნებენ საკუთარ თავს და გარემოს და ვითარდებიან როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად და ემოციურად.

თამაშობენ წარმოსახვით - როლური თამაშები, თოჯინების თეატრი და დრამა ბავშვებს ‘უფროსების სამყაროს’ უკეთ შეცნობაში ეხმარება. წარმოსახვითი თამაშებით ბავშვებს უჩნდებათ კომპეტენტურობის და თვითდაჯერებულობის განცდა და გამოიმუშავებენ სხვისი აზრების  და ემოციების გაგების უნარს, სწავლობენ დათმობას, გაზიარებას და პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტას.

თამაშობენ წესებით - ჭადრაკი და სხვა სამაგიდო თამაშები ბავშვებს ლოგიკას, წესრიგს, სტრატეგიულ დაგეგმვას, რიგის დაცვას, თანამშრომლობას და სხვა მნიშვნელოვან კოგნიტურ და სოციალურ უნარებს ასწავლის. წესებით თამაში ბავშვებისგან თვით-რეგულაციას მოითხოვს და განსაკუტრებულ მნიშვნელობას სკოლისთვის მოსამზადებელ წელს იძენს.