შემეცნება

ბაღში ყოველი კვირა ერთ თემას ეთმობა. მეგობრობა, ოჯახი, წელიწადის დროები, პროფესიები, ცხოველები და მცენარეები, ქართული და საერთაშორისო დღესასწაულები, თეატრი, მუსიკა, ჰიგიენა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნების დაცვა რამდენიმეა იმ თემებთაგან, რომლებსაც ბავშვები ათასწლეულის ბაღში თამაშის, ხელოვნების და ექსპერიმენტირების გზებით სწავლობენ. მასწავლებლები მთელი კვირის განმავლობაში სთავაზობენ ბავშვებს შესაბამის თემაზე შესაბამისი ასაკობრივი გუფისთვის შექმნილ სხვადასხვა თამაშს, სიმღერას, ხელსაქმეს და ზოგჯერ ექსკურსიასაც.

კვლევის და აღმოჩენების დრო ბაღში ის დროა, როდესაც აღმზრდებელი ბავშვებს კონკრეტული თემის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხების მოძიებაში და აღმოჩენების გაკეთებაში ეხმარებიან. ამ დროს ბავშვები სწავლობენ კეთებით და დაკვირვებით.