ათასწლეულის სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვით დაინტერესებულმა მშობლებმა გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა. 3 სამუშაო დღის ვადაში დაგიკავშირდებათ ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ სკოლაში მიღების წესებსა და ჩარიცხვის პროცედურებს.
I-III კლასების მოსწავლეები სკოლაში მიიღებიან სკოლის ფსიქოლოგთან გასაუბრების საფუძველზე, ხოლო IV კლასიდან და ზემოთ მოსწავლემ უნდა გაიაროს ტესტირება შემდეგ დისციპლინებში - ქართული, მათემატიკა, ინგლისური ენა - და გასაუბრება, სადაც მოსწავლე წარმოადგენს პირად პორტფოლიოს.
ტესტირებისა და გასაუბრების შედეგი მშობელს გაეცნობა გასაუბრებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში.