კლუბები

"ფერადი სამყარო" წარმოადგენს შემოქმედებით კლუბს, რომელიც ორიენტირებულია, რომ ხელი შეუწყოს მოსწავლის წარმოსახვითი უნარების განვითარებას. პროგრამის კონცეფცია სამ ძირითად პრინციპს ემყარება: 1. საბაზისო თეორიული ცოდნის მიცემა ხელოვნების ისტორიის პერიოდებზე, მიმდინარეობებსა და სტილებზე; 2. მოსწავლის კრეატიული სააზროვნო უნარის განვითარების ხელშეყობა; 3. წარმოსახვითი იდეების, გარემო სამყაროსა და ემოციების ვიზუალურად გაცოცხლების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

კლუბი ითვალისწინებს მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებს, აქედან გამომდინარე, აქცენტი კეთდება პრაქტიკულ-შემოქმედებით აქტივობებზე. სამუშაო მასალად გამოყენებული იქნება ფერადი ფანქრები, პასტელები, აკვარელი, გუაში, ბუნებრივი საშუალებები, ფერადი ფურცლები, სხვადასხვა საძერწი მასალა და ა.შ. შემოქმედებითი საქმიანობის დროს ტექნიკურ საშუალებათა ფართო სპექტრის გამოყენების საფუძელზე დაიხვეწება მოტორიკა. არანაკლები მნიშვნელობა მიენიჭება საბაზისო თეორიულ ცოდნასაც ხელოვნების ისტორიის პერიოდებზე, მიმდინარეობებსა და სტილებზე.