კლუბები

თამაში სწავლაა და თამაში საქმეა. ზოგჯერ გვინდა, რამე გავაკეთოთ, რამე, რითაც გავერთობით, რითაც დავიჯერებთ, რომ ჩვენც შეგვიძლია კეთება. ჩვენც გამოგვდის, ჩევნი თავიც მოძრაობს, ჩვენი ხელებიც მუშაობს. 1001 რამის კლუბი ფიქრის, თამაშის, კეთებისა და შემოქმედებითობის ნაზავია, კომუნიკაციისა და პრაქტიკის ერთიანობა, ყველა გაკვეთილზე განსხვავებული ტექნიკითა და მასალით ჩვენ შევქმნით ახალ-ახალ ნამუშევრებს, მინიატურულ ნივთებს, სათამაშოებს, სამკაულებს, ახალ გმირებს... გვექნება როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური სამუშაოები.