კლუბები

თეატრალური წრით დაინტერესებული მოსწავლეები შეძლებენ სამსახიობო ოსტატობის, სასცენო ჩვევების ჩამოყალიბებას. აღნიშნული კლუბის არჩევის შემთხვევაში მოსწავლეები აქტიურად არიან  ჩაბმული შემოქმედებით საქმიანობებში. ისინი თავად მონაწილეობენ პიესების შექმნასა და სასცენო კოსტიუმების, დეკორაციების შექმნაში. 

კლუბში გაერთიანებული მოსწავლეები აქტიურად მსჯელობენ და უზიარებენ ერთმანეთს თეატრალურ ხელოვნებასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს. ივითარებენ წარმოსახვით-ასოციაციური აზროვნების, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს. 

რეპეტიციები მიმდინარეობს თავისუფალ, პოზიტიურ გარემოში, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს კლუბის ფარგლებში მიღებული გამოცდილების რეალიზება მოახდინონ თავისუფლად და სემესტრის ბოლოს შეხვდნენ მაყურებლებს.