გარემო

ათასწლეულის ბაღი დაგეგმილი და აშენებულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაცვით და ყველა ღია თუ დახურული სივრცე, რომელშიც ბავშვები დღეს ატარებენ, უზრუნველყოფს როგორც მათ უსაფრთხოებას, ასევე ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. უფრო ზუსტად:

  • გარემო ისეა მოწყობილი, რომ ყველა ჯგუფში იყოს სივრცეები, სადაც ბავშვები თავიანთი სურვილით შეარჩევენ თამაშებს.
  • ოთახში ყველაფერი განლაგებულია მოსწავლეებისათვის მისაწვდომ დონეზე, მათ შორის - ტანსაცმელის საკიდები, თაროები, უჯრები, სახატავი დაფა და ა.შ.
  • მოსწავლეები ეჩვევიან დამოუკიდებლად გამოიყენონ ნივთები და შეძლონ თვითმომსახურება.
  • ოთახში არის მხოლოდ ის ნივთები, რაც ფუნქციურად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის.
  • კედლებზე დატოვებულია თავისუფალი სივრცეები, რათა მოსწავლეებმა თავად შეძლონ საკუთარი ნამუშევრების განთავსება.