რობოტიქსის კლუბის ფარგლებში პირველკლასელების საქმიანობა მრავალფეროვანია: აგებენ და აპროგრამებენ სხვადასხვა ფუნქციის რობოტებს, აშენებენ ლეგოსამყაროს, აწყობენ ფაზლებს, იღებენ კოდის შექმნის პირველ გამოცდილებას, მუშაობენ ტანგრამის თავსატეხებზე, ვარჯიშობენ ორიგამის ფიგურებზე და ა.შ.
რობოტიქსის მიზანია, მოსწავლემ უკეთ შეძლოს მცირე ზომის დეტალებთან სიზუსტით, დაკვირვებით მუშაობა, სხვადასხვა ნაწილს შორის კავშირების დანახვა და მათი ფუნქციურობის გააზრება, თანმიმდევრობის მნიშვნელობის დანახვა. კლუბი მოსწავლეებში კრეატიულობის წახალისებას, ფანტაზიის განვითარებას, დეტალებზე დაკვირვებისა და კონცენტრაციის უნარების გამომუშავებასაც ემსახურება. დრო ასევე ეთმობა კომპიუტერის გამოყენების ბაზისური უნარების შეძენასა და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე მარტივი, რამდენიმენაბიჯიანი კოდების შექმნას.