სკოლის შესახებ

ათასწლეულის სკოლა ახალ ლოკაციაზე - ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე - 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლეებს თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობების აღმოჩენაში დავეხმაროთ, რისთვისაც მოვიზიდეთ და მუდმივად ვაგრძელებთ კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლების ძებნას. სწავლების ეფექტიანობის ასამაღლებლად სკოლაში დანერგილია საუკეთესო გამოცდილების შესწავლისა და გაზიარების პრაქტიკა.

სკოლის ხედვაა, მუდმივად ინარჩუნებდეს პოზიციას მოთხოვნად სკოლებს შორის, რომლის კურსდამთავრებულებიც აცნობიერებენ საკუთარ შესაძლებლობებს, აქვთ მომავალი განვითარების მკაფიო ხედვა და მოტივაცია, ხედავენ საკუთარ როლს გარემოს პოზიტიურ ცვლილებებში.

რაც შეეხება მისიას, ჩვენ გვსურს, თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის შექმნით, ახალი პროდუქტების შექმნის წახალისებითა და ცოდნების გაზიარებით, წვლილი შევიტანოთ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებასა და ღია საზოგადოების ფორმირებაში.

ათასწლეულის სკოლის შინაგანაწესით, დებულებით, სტრატეგიული განვითარების გეგმით, სტრუქტურით და/ან სამოქმედო გეგმით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ ქვემოთ წარმოდგენილი დოკუმენტები.