პროგრამა

ათასწლეულის ბაღის პროგრამა ეყრდნობა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტს და ადრეული განათლების თანამედროვე მიდგომებს. სხვადასხვა ტიპის თამაშის, ხელოვნების და შემეცნებითი  აქტივობების დაბალანსებული კომბინაცია ხელს უწყობს ბავშვის მთლიანობით - ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და ინტელექტუალურ - განვითარებას.

 

ერთი დღე ათასწლეულის ბაღში

 

9:00-10:00       მიღება, დილის წრე, იოგა

10:00-10:30     საუზმე

10:30-11:30     კვლევის და აღმოჩენების დრო

11:30-12:00     მუსიკა/ცეკვა/რიტმიკა

12:00-13:00     თავიუფალი თამაში ეზოში

13:00-13:30     სადილი

13:30-14:00     წიგნის დრო

14:00-15:00     თამაში წესებით (სამაგიდო თამაშები/ ეზოს მოძრავი თამაშები) ან წარმოსახვით (დრამა/თოჯინების თეატრი/როლური თამაში)

15:00-15:30     კვლევის და აღმოჩენების დრო

15:30-16:00     ხატვა/ხელოვნება/ხელსაქმე

16:00-16:30     სამხარი

16:30-17:00     შემაჯამებელი შეხვედრა წრეში, მზადება სახლში წასასვლელად