პროექტები

საქანელა

  • მასწავლებლები სალომე ქუტიძე
  • კლასი I
  • სფეროები მათემატიკა, ხელოვნება, სხვა დღე
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შევქმნათ სკოლის ტერიტორიაზე დამატებითი გასართობი სივრცე?

 

ხანგრძლივობა: 3 კვირა

 

აღწერა: მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე არსებული გასართობი სივრცეების დათვალიერების შემდეგ გადაწყვიტეს დამატებითი სივრცის შექმნა. 

ერთობლივი შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება, შეეძინათ საქანელა. თანხის მოსაძიებლად სხვადასხვა ვერსიების განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს სკოლის ტერიტორიაზე გამოფენა-გაყიდვის მოწყობა.

ბავშვებმა შეიმუშავეს გეგმა, თუ რისი დამზადება და გაყიდვა იქნებოდა შესაძლებელი. სამუშაო გეგმის შედგენის შემდეგ კლასი დაიყო სამ ჯგუფად: მზარეულები, მხატვრები, დიზაინერები. თითოეულ ჯგუფს დახმარებას უწევდა სკოლის წარმომადგენელი (ხელოვნების მასწავლებელი, შეფ-მზარეული)  და მშობელი. 

ჯგუფებმა, დამხმარეებთან ერთად განსაზღვრა გასაყიდი ნივთების, ორცხობილების რაოდენობა და ღირებულება. დაითვალეს გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული სავარაუდო შემოსავალი.

მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებმა შეადგინეს გამოფენა-გაყიდვის ორგანიზების გეგმა, მოიწვიეს სასურველი სტუმრები, გადაინაწილეს როლები. 

 

როლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • გიდები- მოწვეულ სტუმრებს უხსნიდნენ,  რომელ სივრცეში რა შეიძლება შეეძინათ,  რისთვის აგროვებდნენ თანხას, მადლობას უხდიდნენ სტუმრობისთვის.
  • მოლარეები- ითვლიდნენ  თანხას, საჭიროების შემთხვევაში აბრუნებდნენ ხურდას.
  • გამყიდველები-მყიდველებს აცნობდნენ თითოეული პროდუქტის ფასს, აწვდიდნენ  შეძენილ პროდუქტს. 
  • ფოტოგრაფები- ფოტოებს უღებდნენ სტუმრებს. 
  • ჟურნალისტები- ზრუნავდნენ  სტუმრებთან ინტერვიუების ჩაწერაზე.

ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაითვალეს გამოფენა-გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი და თანხა გადასცეს შუამავალ პირს საქანელას შესაძენად. 

საქანელას სკოლის ეზოში დამონტაჟების შემდეგ მოხდა მისი საზეიმო ვითარებაში გახსნა.

 

 

პროექტის მიზანი: სკოლის ტერიტორიაზე დამატებითი გასართობი სივრცის  შექმნა - საქანელას შეძენა.

 

სასწავლო მიზანი:

საორგანიზაციო უნარების განვითარების ხელშეწყობა:

  • მიზნის დასახვა;
  • სამოქმედო გეგმის შედგენა;
  • საქმიანობის დროში განაწილება.

თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა:

  • ჯგუფური მუშაობა;
  • როლების გადანაწილება;

ტრანსფერის უნარის განვითარება;

პრობლემის გადაჭრის, არჩევანის გაკეთების, სიტუაციის მართვის უნარ-ჩვევების განვითარება.

  • გამოფენა გაყიდვისთვის საჭირო რესურსები; (ხელნაკეთი ნივთები/აქსესუარები, ნახატები, ორცხობილები)
  • გამოფენა-გაყიდვის ამსახველი ფოტო მასალა;
  • ვიდეო მასალა - ინტერვიუები სტუმრებთან;
  • საქანელა.