პროექტები

ხიდები

  • მასწავლებლები თეა ბიბლაია
  • კლასი I
  • სფეროები სხვა დღე
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შეიძლება დავაკავშიროთ ორი, ერთმანეთისგან დაბრკოლებით (წყლით, საცობით) გამოყოფილი ადგილი ერთმანეთს?

ხანგრძლივობა: 1 კვირა

 

ხიდების სხვა დღეზე მოსწავლეები სპეციალურად მათთვის მოწყობილ ოთახში შევიდნენ, რომელშიც სათამაშოებით აწყობილი ოთხი სხვადასხვა სიტუაცია დახვდათ. ოთახს შუაზე დიდი ქაღალდის მდინარე ყოფდა. ერთ-ერთ ადგილას, მდინარის ცალ მხარეს, პატარა ცხვარი იდგა, ხოლო მეორე მხარეს დედა ცხვარი ელოდებოდა, რომელიც მდინარეს ცურვით ვერ კვეთდა. მსგავსი პრობლემა შექმნილიყო ოთახის სხვა კუთხეებშიც. 


მოსწავლეები ჯგუფებად დაიყვნენ და დაიწყეს მუშაობა იმისათვის, რომ თავიანთ ამბის გმირებს დახმარებოდნენ. ინსტრუქციაში ნახსენები არ იყო არც სიტყვა ხიდი და არც სხვა რაიმე მინიშნება, რომლითაც პრობლემის გადაჭრა იქნებოდა შესაძლებელი. ჯგუფებს ერთადერთი შეზღუდვა ჰქონდათ:პრობლემის გადაჭრა მათთვის გამოყოფილი წინასწარგანსაზღვრული რესურსების გამოყენებით უნდა მოეხერხებინათ. განსაკუთრებული ტექნიკური სირთულის შემთხვევაში შეეძლოთ მასწავლებელთან კონსულტაციის გავლა.

სამუშაო პროცესი საკმაო ხანს გაგრძელდა. ჯგუფის წევრებს სხვადასხვა იდეები ჰქონდათ და მოუწიათ ერთმანეთისთვის აეხსნათ რატომ აჯობებდა კონკრეტულად ასეთი გზით მუშაობა. რამდენიმე შემთხვევაში ჯგუფებმა პროცესში მარცხიც განიცადეს და პრობლემის გადაჭრის გზის შეცვლაც მოუწიათ. 

 

დღის ბოლოს ოთხივე ჯგუფმა მოახერხა პრობლემის გადაჭრა. ჯგუფების უმეტესობამ გამოყოფილი რესურსები ხიდის ან ხიდის მსგავსი კონსტრუქციის ასაგებად გამოიყენა და ორი მხარე ერთმანეთთან ასე დააკავშირა. რადგან ერთმანეთის ნამუშევარი ბავშვებისთვის ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა, თითოეულმა ჯგუფმა მოკლედ მოუყვა სხვებს თავიანთი სამუშაო პროცესის შესახებ და კლასში გაჩენილ დამატებით კითხვებსაც უპასუხა.

 

სხვა დღის მიზანი იყო საერთო პრობლემის გადაჭრაზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს განევითარებინათ თანამშრომლობის უნარჩვევები. 

 

ამასთან ერთად, მოსწავლეებმა შეძლეს ხიდის ცნების და დანიშნულების სიღრმისეულად გააზრება, საკუთარ ნამუშევარზე რეფლექსია და თანაგუნდელებისა და საკუთარი წვლილის ზეპირსიტყვიერად ჩამოყალიბება, დამხმარე კითხვების გამოყენებით.

სხვადასხვა მასალისგან აწყობილი კონსტრუქციები: ხიდები, ნავები;