პროექტები

გასართობი ცენტრი

  • მასწავლებლები თეა ბიბლაია, მაიკო იმნაიშვილი, ლიზი ლაცაბიძე, სალომე ქუტიძე, თორნიკე ჭელიძე
  • კლასი II
  • სფეროები სხვა დღე
  • ციტირება ბიბლაია თ., იმნაიშვილი მ., ლაცაბიძე ლ., ქუტიძე ს., ჭელიძე თ., პროექტი "გასართობი ცენტრი", ათასწლეულის სკოლა, 2019
  • აღწერა
  • მიზანი
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც დიზაინერებმა, შევქმნათ იდეალური გასართობი ცენტრის მაკეტი?

ხანგრძლივობა: 1  კვირა

მეორე კლასის მოსწავლეებს რეგულარულად უწევთ გასართობ ცენტრებში ვიზიტი, რაც ხშირად ხდება ხოლმე მათი საუბრის თემა: რომელი თამაში იყო ყველაზე სახალისო?  როგორი მუსიკა იყო? როგორი გარემო?

აქედან გამომდინარე ერთ-ერთი სხვა დღე მოსწავლეებმა თავიანთი გემოვნების მიხედვით იდეალური გასართობი ცენტრის მაკეტის შედგენას დაუთმეს.  პირველ რიგში ჩამოაყალიბეს რა არის ხოლმე ის, რაც ყველაზე მეტად მოსწონთ გასართობ ცენტრში. შემდეგ შეარჩიეს მიმზიდველი სახელი, გადაწყვიტეს რა ადგილას იქნებოდა ყველაზე კარგი მისი განთავსება, რა ზომის იქნებოდა და რა ოთახებს დაიტევდა. შეარჩიეს ფერები, განსაზღვრეს თამაშები და სათამაშო სივრცეები და დაიწყეს იდეების მაკეტის ფორმაში გადატანა. საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო და სახალისო გადაწყვეტილებებამდე მივიდნენ და ბოლოს თავიანთი იდეები სხვა მეორეკლასელებს გაუზიარეს და ნამუშევრები მეორე სართულის საგალერიო სივრცეში გამოფინეს, სადაც სხვა კლასების მოსწავლეებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ მაკეტები და შესვენებებზე კითხვების კი დაესვათ.

  • ჯგუფური მუშაობის, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების, პრეზენტირების უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
  • კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა; 
  • მუშაობისას მოსწავლეებმა შეძლეს სამოქმდეგო გეგმის შედგენა და გეგმის მიხედვით მუშაობა.

გასართობი ცენტრის მაკეტი.