პროექტები

განძის მაძიებლები

  • მასწავლებლები ანა დარახველიძე, ანა დარციმელია, ხათუნა ბაკურაძე, თამუნა ჭუმბურიძე, სოფო კოშაძე.
  • კლასი II, III
  • სფეროები სხვა დღე
  • ციტირება დარახველიძე ა., დარციმელია ა., ბაკურაძე ხ., ჭუმბურიძე თ., კოშაძე ს., პროექტი "განძის მაძიებლები“, ათასწლეულის სკოლა, 2019
  • აღწერა
  • რატომ მოგვწონს ეს სხვა დღე?
  • პროდუქტი

მთავარი კითხვა: როგორ შეგვიძლია ჩვენ, როგორც კლასს, დავუგეგმოთ ჩვენს მეგობრებს თავსატეხებიანი თამაში და შევურჩიოთ ისეთი საჩუქარი, რომელიც გაახარებთ და გამოადგებათ?

მესამეკლასელების საყვარელი თამაში განძის მაძიებლები აღმოჩნდა. სხვა დღის დასაწყისში მსჯელობა მათ სწორედ ამ თამაშის განხილვით დაიწყეს და დაფიქრდნენ, როგორია იყო თამაშის მეორე მხარეს - ანუ როგორია, როცა შენთვითონ გეგმავ თავსატეხებიან თამაშს. განხილვისას მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მათთვის საინტერესო იქნება თვითონაც გამოსცადონ მსგავსი თამაშის დაგეგმვა და სცადონ მათ პარალელურ კლასს დაუგეგმონ განძის მაძიებლები, ხოლო თვითონ კი მათი დაგეგმილი თამაში ითამაშონ. 

მიზნის დასახვის შემდეგ, მოსწავლეებმა განსაზღვრეს თამაშის ძირითადი მახასიათებლები: 

  • მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით შეარჩიეს თამაშის ტურების რაოდენობა; 

  • სკოლის გეგმაზე მონიშნეს თითოეული ტურისათვის განსაზღვრული ტერიტორია; 

  • მცირე ჯგუფებში გადაინაწილეს ტურების შინაარსის დაგეგმვა; 

  • შეარჩიეს თითოეული ტურისათვის გამოწვევა - შესასრულებელი აქტივობა, რომლითაც მოთამაშეები მინიშნებას მოიპოვებდნენ; 

  • მოიფიქრეს თითოეული მინიშნება რომელიც მოსწავლეებს შემდეგ ლოკაციამდე მიიყვანდა.

სხვა დღის ბოლოს დარჩენილი საქმეები დღეების მიხედვით გადაანაწილეს და თამაშის დღემდე სხვადასხვა დროებში: 

  • მოელაპარაკნენ სკოლის თანამშრომლებს, რომ თამაშის ტურებში მონაწილეობა მიეღოთ; 

  • შეარჩიეს თამაშის ბოლოს მისაღები პრიზი განსაზღვული ბიუჯეტის ფარგლებში; 

  • მოამზადეს და განათავსეს გამოწვევებისათვის საჭირო რესურსები შესაბამის ადგილებში.

თამაშის დაწყებამდე, მოსწავლეები შეხვდნენ პარალელური კლასის დამრიგებლებს და მათ გააცნეს თამაშის თითოეული ტურის ზუსტი ინსტრუქცია იმ შემთხვევისათვის, თუ წერილობითი ინსტრუქციები მოსწავლეებისათვის დამაბნეველი იქნებოდა. 

კვირის ბოლოს კი მოსწავლეებმა თამაშის დაწყების ინსტრუქციები გაცვალეს და ერთმანეთის მიერ შემუშავებული თამაშები ითამაშეს. თამაშის ბოლოს, ვიდეორეფლექსიებით გაუზიარეს პარალელურ კლასს შთაბეჭდილებები. 

  • პანდემიის დროს, ჩვეულებრივი სასწავლო პროცესისგან განსხვავებით, პარალელურ კლასებს ერთმანეთთან შეხება ბოლომდე ჰქონდათ შეზღუდული, ერთმანეთისათვის თამაშების დაგეგმვამ კი ერთიანობის განცდა კვლავ გაუჩინათ;
  • განძის მაძიებლების ტიპის თამაში მოსწავლეებს პირველი კლასიდან მოყოლებული რამდენჯერმე უთამაშიათ, ამიტომ უკვე მზად იყვნენ დამგეგმავების როლში ყოფნისთვის, რადგან თამაშის ძირითადი პრინციპები უკვე დანახული ჰქონდათ;  
  • თამაშის ორგანიზებისას ბევრ ისეთ დეტალზე მოუწიათ ფიქრი, რომელიც სემესტრის განმავლობაში ყველა სხვა დღეში შეხვდათ:
    • სკოლის გეგმის გამოყენება; 
    • აქტივობებისთვის რესურსების & მათი საფასურის გათვლა; 
    • სკოლის გუნდის წევრებთან მოლაპარაკება/შეთანხმება;

განძის მაძიებლების თამაში.