კლუბები

კლუბი განკუთვნილია III-VI კლასის მოსწავლეებისთვის. ბავშვები კლუბის ფარგლებში გაეცნობიან ვიზუალური პროგრამირების პრინციპებს Scratch Jr-ის პლატფორმაზე, სადაც ისინი ვიზუალური ბლოკების გამოყენებით დაწერენ ანიმაციების, თამაშების კოდებს და რეალურ რეჟიმში ნახავენ მათი დაწერილი კოდის ფუნქციურ მხარეს. კლუბის საბოლოო პროდუქტი იქნება სემესტრულად, რომელიც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახით: ვიდეოს, ანიმაციის ან თამაშის სახით. ბავშვებს  კლუბის განმავლობაში მუშაობა მოუწევთ კომპიუტერებთან და შეიძენენ სხვადასხვა უანრებს, როგორებიცაა: კოდების მოძიება ინტერნეტში, ვიზუალური მხარის დიზაინერული გადაწყვეტა და შესავალს ალგორითმების საფუძვლებში.