კლუბები

დაწყებით საფეხურზე მკითხველთა კლუბის არსებობის მთავარი მიზანია  განუვითაროს მოსწავლეებს ზოგადი წიგნიერების უნარები, რომლებიც გულისხმობს კითხვის, წერის, ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანისა და გაზიარების უნარს. კლუბური საათი არის აქტიური და დინამიური. მთავარი მოქმედი გმირია მოსწავლე, რომელიც სვამს კითხვებს, უჩნდება დამოკიდებულებები, იყალიბებს პოზიციას წაკითხულ/მოსმენილ მოთხრობასა თუ ზღაპარზე, მსჯელობს არგუმენტირებულად, ივითარებს განსხვავებული მოსაზრებისადმი პატივისცემის უნარს. კლუბური მუშაობა მოიცავს  მრავალფეროვან, სახალისო პრაქტიკულ აქტივობებს. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.