კლუბები

კულინარიის კლუბი განკუთვნილია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეთათვის. კლუბის სასწავლო პროგრამა შემუშავებულია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესების გათვალისწინებით. 

კულინარიის კლუბით დაინტერესებულ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ განიტვირთონ,  გაეცნონ ჯანსაღ / არაჯანსაღ პროდუქტებს, კლუბის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეძლონ დამოუკიდებელი, თვითმომსახურების უნარ-ჩვევების განვითარება. 

საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის კლუბი იძლევა საშუალებას არა მხოლოდ კონკრეტული კერძების მომზადება ისწავლონ, არამედ შეძლონ სერვირების, ეტიკეტის საფუძვლების შესწავლაც. კლუბში მიღებული გამოცდილება შესაძლებელია საინტერესო აღმოჩნდეს პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად.