კლუბები

ხელოვნების კლუბის სწავლების ამოცანა აერთიანებს შემოქმედებითი მიმართულების რამდენიმე ნაწილს, რომლის მიზანია სინთეზური აზროვნების ჩამოყალიბებით მოსწავლეებს განუვითარდეთ სამყაროს შემეცნების მრავალფეროვანი აღქმა, რისი საშუალებითაც ისინი შეძლებენ შეიცნონ ‘’ხელოვნების ენის’’ მრავალფეროვნება, განავითარონ და გააღრმავონ კრიტიკული აზროვნების უნარი, რაც ხელს შეუწყობს თითოეულ მათგანში შეფასებისა და აღქმის დიაპაზონის გაშლას. ხელოვნების კლუბის საგაკვეთილო საათები მოიცავს სამ ძრითად ასპექტს - ხატვა, ძერწვა, ანიმაცია. თეორიული და პრაქტიკული ნაწილების გაერთმთლიანებით დაიგეგმება ყველა შემოქმედებითი აქტივობა, სადაც ბავშვები მასწავლებელთან ერთად დაამუშავებენ მოცემულ თემებს, გაეცნობიან მსოფლიოს ცნობილი მხატვრების შემოქმედებას, შეძლებენ მათი ნამუშევრების თეორიულ ანალიზსა და იმპროვიზაციას.