კლუბები

იოგას კლუბის არჩევა შეუძლიათ I-VII კლასის მოსწავლეებს. 

განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფისთვის შემუშავებული პროგრამა მიზნად ისახავს ბავშვების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ განტვირთვას, დაძაბულობის მოხსნას.

იოგას ვარჯიშები აუმჯობესებს მოსწავლეთა ფიზიკურ მდგომარეობას, მოქნილსა და ძლიერს ხდის ხერხემალს, სხეულს მატებს პლასტიკას.

იოგას პოზების გარდა კლუბის მსვლელობისას მიმდინარეობს ისეთი ფიზიკური აქტივობები,რომლებიც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გაიხსნან, სხეულის ენით გამოხატონ თავიანთი გრძნობები, ისწავლონ მათი მოსმენა და ფლობა.